ინციდენტს 26 იანვარს გამართულ ვარჯიშზე ჰქონდა ადგილი. წყაროს ცნობით, ზამერმა ესპანელს უყვირა და თან უცენზურო ფრაზები გამოიყენა.
კონფლიქტის მიზეზზე არაფერს იტყობინებიან.
26 იანვარს, "ბილდმა" კიდევ ერთი საინტერესო რამ დაწერა: გვარდიოლა ერთმნიშვნელოვნად ვერ ამბობს - გააგრძელებს თუ არა კონტრაქტს მიუნხენურ კლუბთან. ამ დღეებში ესპანელი გულშემატკივრებს შეხვდა და "ბაიერნში" მუშაობაზე წარსულ დროში ილაპარაკა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"