დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბუნდესლიგის პირველი წრე ბრწყინვალედ ჩაატარა და შემოდგომის ჩემპიონი საკმაოდ დიდი, ათქულიანი უპირატესობით გახდა. ექსპერტების გარკვეული ნაწილი ვარაუდობს, რომ „შავ-ყვითლებს“ სეზონის მეორე ნახევარში პრობლემები შეექმნებათ, რადგან მათი ლოგიკით, შეუძლებელია, გუნდმა მთელი სეზონი ერთი ამოსუნთქვით ასეთ მაღალ დონეზე ჩაატაროს, რამაც „ბორუსიას“ გულშემატკივრები საკმაოდ შეაშინა. მაგრამ დორტმუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ბუნდესლიგის პირველი წრის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ნური შაჰინი ქომაგების წინაშე პირობას დებს, რომ ის და მისი თანაგუნდელები სეზონის მეორე ნახევარში უფრო მეტად მოინდომებენ.
„მეორე წრეში უფრო მეტს ვიშ
შაჰინთან ერთად, პირველ წრეში საუკეთესო იყო იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა, რომელმაც მთელი გერმანია და ზოგადად საფეხბურთო ევროპა გააოცა. კაგავა მეორე წრის საწყის ტურებში ვერ ითამაშებს, რადგან აზიის თასზე იაპონიის ნაკრებში უნდა იასპარეზოს, რაც ექსპერტების აზრით, შესაძლოა, „ბორუსიას“ პრობლემების მთავარი მიზეზი გახდეს, მაგრამ შაჰინს მიაჩნია, რომ BVB-ს კაგავას გარეშეც შეუძლია თამაშების მოგება.
„შინჯი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემი აზრით, „ბორუსია“ მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. ვფიქრობ, მის გარეშეც გავალთ ფონს, რადგან სათადარიგოთა სკამზე რობერტ ლევანდოვსკი და მოჰამედ ზიდანი გვყავს“, - აცხადებს შაჰინი. კაგავა „დორტმუნდს“ სავარაუდოდ მხოლოდ იანვრის ბოლოს დაუბრუნდება.
„დორტმუნდის“ წარმატებებმა მის ფეხბურთელებზე მოთხოვნა რა თქმა უნდა გაზარდა და კაგავასთან ერთად, რომელსაც უკვე არაერთმა სუპერგრანდმა დაადგა თვალი, ზაფხულში „ბორუსიადან“ წასვლას შაჰინსაც უწინასწარმეტყველებენ - თურქი ხომ გუნდის ხერხემალია.
„ამ თემაზე არაერთხელ მისაუბრია და კიდევ გავიმეორებ, ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგაში თამაშია და უკვე ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ მომდევნო სეზონში ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში სწორედ „ბორუსიასთან“ ერთად ვიასპარეზებ“, - ამბობს შაჰინი.
გავრცელებული ცნობების თანახმად, შაჰინის კონტრაქტში, რომელსაც ვადა 2013 წლამდე აქვს, ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მას 2011 წლის ზაფხულში „ბორუსიას“ დატოვება სულ რაღაც 6 მილიონ ევროდ შეუძლია და სპეკულაციებიც სწორედ ამ პუნქტის გამოაშკარავებას მოჰყვა.
.