ფარფანი გარბის!

AutoSharing Option

ჯეფერსონ ფარფანმა მთელი გელზენკირხენი გაანაწყენა - „შალკეს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მშობლიურ გაზეთს უთხრა, რომ გელზენკირხენული კლუბიდან წასვლა უნდა და რომ საკმაოდ საინტერესო შეთავაზებები აქვს. „შალკედან“ აუცილებლად წავალ, რადგან ძალიან კარგი შემოთავაზება მაქვს,“ - განუცხადა 26 წლის ფარფანმა პერუულ გაზეთ „ლიბეროს“.

ფარფანი პერუდან გელზენკირხენში გუშინ, დაგვიანებით დაბრუნდა და „შალკეს“ პირველ ვარჯიშზე არ გამოჩენილა. ჩვენი გერმანელი კოლეგების მტკიცებით, მას „ხუმარების“ მთავარ მწვრთნელ ფელიქს მაგათთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. ფარფანმა არც ჩვენს გერმანელ კოლეგებთან საუბრის დროს დამალა, რომ „შალკედან“ წასვლა უნდა: „ფელიქს მაგათს ყველაფერზე გულახდილად

დაველაპარაკები. იმასაც ვეტყვი, რომ ძალიან საინტერესო შემოთავაზება მაქვს. გელზენკირხენში ჩამოსვლაც სწორედ ამიტომ დამაგვიანდა,“ - თქვა პერუელმა გარემარბმა.

„შალკეს“ ფეხბურთელს, რომელიც გელზენკირხენელ ქომაგებს ძალიან უყვართ, არ დაუკონკრეტებია, რომელი კლუბი ეპატიჟება - ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ სად მინდა გადასვლაო. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, საუბარია ან მადრიდის „ატლეტიკოზე“, ან „სევილიაზე“ და ანაც „ვალენსიაზე“. ფარფანის გადაბირების სურვილი სწორედ ამ ესპანურ კლუბებს აქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ზაფხულში ფარფანის გადაბირება „ვოლფსბურგს“ უნდოდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული