მიუნხენის "ბაიერნში" გადასული ლუის გუსტავოს შემდეგ, შესაძლოა, "ჰოფენჰაიმი" წამყვანმა თავდამსხმელმა, დემბა ბამაც დატოვოს. ინგლისური და გერმანული პრესის ცნობით, სენეგალელ ფორვარდს "ვესტ ჰემი" ეპატიჟება. ფეხბურთელის მრჩეველმა რან რონენმა დაადასტურა, რომ "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელები ბას თაობაზე შეეხმიანენ და სენეგალელის ტრანსფერზე ჩამოუგდეს სიტყვა. მისი თქმით, დემბა ბას ძალიან უნდა პრემიერლიგაში თამაში, მაგრამ თავს "ჰოფენჰაიმშიც" საკმაოდ კარგად გრძნობს.
ამასობაში, ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰოფენჰაიმელებმა უკვე დაიწყეს ბას შემცვლელის ძებნა და მიზანი "მონაკოს" ფორვარდ დიუმერსი მბოკანისკენ მიმართეს. "ჰოფეში" გადასვლის კანდიდატია "სენტ ეტიენის"
თავდამსხმელი ემანუელ რივიერიც.
.