ბუნდესლიგა. XXI ტური: "ბაიერნმა" "ჰამბურგს" 8 უპასუხო გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: ბაიერნი-ჰამბურგი 8:0

14 თებერვალს ბუნდესლიგის 21-ე ტურის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

მიუნხენის "ბაიერნმა" სასტიკად გაანადგურა "ჰამბურგი", რომელსაც 8 უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში პენალტის ნიშნულიდან თომას მიულერმა გახსნა, რომელსაც საბოლოოდ ორი გოლი და ორი საგოლე პასი დაუგროვდა.

დუბლები მიულერის გარდა მარიო გიოტცემ და არიენ რობენმა შეასრულეს. განსაკუთრებით ლამაზი იყო ჰოლანდიელის პირველი გოლი ტაიმის მიწურულს.

ამ ტრიოს გარდა გოლებით თავი რობერტ ლევანდოვსკიმ და ფრანკ რიბერიმ გამოიჩინეს.

იოზეფ ცინბაუერი (ჰამბურგი): "ეს მატჩი სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. 0:8-ზე რა უნდა ვთქვათ, სირცხვლია და ბოდიში ჩვენს
ფანებს, მაგრამ დღეს ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდი იყო".

კიდევ უფრო მეტი გოლი გავიდა ლევერკუზენში", სადაც "ბაიერმა" "ვოლფსბურგს" უმასპინძლა. 9-გოლიანი თრილერი სტუმრებმა 5:4 მოიგეს.

მასპინძელთა რიგებში ჰეთ თრიკის ავტორი ჰეუნ-მინ სონი დაჩრდილა სტუმართა ცენტრფორვარდმა ბას დოტსმა, ჰოლანდიელმა პოკერი შეასრულა! მათ შორის, მის ანგარიშზეა გადამწყვეტი გოლი მატჩის 94-ე წუთზე.

დოსტი პირველი ჰოლანდიელია, რომელმაც ბუნდესლიგაში პოკერი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მერე, "ლევერკუზენი" 0:3-ს აგებდა, მაგრამ 4:4 გახადა, ემირ სპაჰიჩის გაძევებამდე.

"გლადბახმა" "კიოლნი" დამატებით წუთებზე დაამარცხა - საჯარიმო ტარგან აზარმა ჩააწოდა და გრანიტ ჯაკამ თავურით გაიტანა - 1:0.

"ჰოფენჰაიმმა" ბოლო წამს გატეხა "შტუტგარტი", გამარჯვების გოლი სებასტიან რუდიმ 93-ე წუთზე გაიტანა - 2:1.

შაბათსვე "ვერდერმა" "აუგსბურგი" 5-გოლიან თრილერში 3:2 დაამარცხა, ხოლო "აინტრახტმა" ბრაზილიელი ლუკას პიაზონის გოლით აჯობა "შალკეს" - 1:0.

ბაიერნი-ჰამბურგი 8:0
გოლები: 1:0 მიულერი (21-პენ), 2:0 გიოტცე (23), 3:0 რობენი (36), 4:0 რობენი (47), 5:0 მიულერი (55), 6:0 ლევანდოვსკი (56), 7:0 რიბერი (69), 8:0 გიოტცე (88)

ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 4:5
გოლები: 0:1 დოსტი (6), 0:2 ნალდო (17), 0:3 დოსტი (29), 1:3 სონი (57), 2:3 სონი (62), 2:4 დოსტი (63), 3:4 სონი (67), 4:4 ბელარაბი (72), 4:5 დოსტი (93)
გაძევება: სპაჰიჩი (82. ლევერკუზენი)

გლადბახი-კიოლნი 1:0
გოლი: 1:0 ჯაკა (91)

ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 2:1
გოლები: 1:0 ფირმინო (30), 1:1 საკაი (39), 2:1 რუდი (93)

ვერდერი-აუგსბურგი 3:2
გოლები: 1:0 ლუკიმია (16), 1:1 კლავანი (21), 2:1 დი სანტო (23-პენ), 3:1 გებრე სელასი (45), 3:2 ვერნერი (79)

აინტრახტი-შალკე 1:0
გოლი: 1:0 პიაზონი (64)

1. ბაიერნი - 52 ქულა; 2. ვოლფსბურგი - 44; 3. მიონხენგლადბახი - 36; 4. შალკე - 34; 5. აუგსბურგი - 34.
მკითხველის კომენტარები / 3 /
AVOIEE თუ სერიოზულად წერ, მართლა ასე ფიქრობ და არ ხუმრობ მადლობა ყურადღებისათვის.
gio yifiani
16:50 15-02-2015
0
პროფესიონალი ქალები მოუგებენ.თან გერმანელი ქალები?სამსახურის მერე გასართობად თამაშობენ.
avoieee
15:32 15-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული