კევინ დე ბრუინი ბუნდესლიგის მოგებაზე ფიქრობს

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" ნახევარდაცვის ლიდერმა კევინ დე ბრუინმა იმედი გამოთქვა, რომ სატურნირო ცხრილში "ბაიერნთან" ჩამორჩენის მიუხედავად, "მგლებს" მიმდინარე სეზონში შეუძლიათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა.

ამ მომენტისთვის დიტერ ჰეკინგის შეგირდები მეორე ადგილზე არიან და "ბაიერნს" რვა ქულით ჩამორჩებიან.

"ამ მომენტისთვის მეორე ადგილზე ვართ, მაგრამ მაინც ვაპირებთ ჩემპიონობისთვის ბრძოლას, - ამბობს ბელგიელი ფეხბურთელი. - და ეს იმის მიუხედავად, რომ "ბაიერნს" რვა ქულით ჩამოვრჩებით.

"ვოლფსბურგში" იმის გამო არ ვთამაშობ, რომ ბრძოლის გარეშე მივცე ტიტული მიუნხენელებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული