მიუნხენის "ბაიერნს" ტიაგო ალკანტარა დაუბრუნდა

AutoSharing Option
"ბაიერნის" პერსონალი და ფეხბურთელები თბილად მიესალმნენ ტიაგო ალკანტარას, რომელიც ტრავმის გამო 11 თვეა, არ გასულა მოედანზე. გუშინ ესპანელი მიუნხენში დაბრუნდა, სადაც გააგრძელებს რეაბილიტაციას მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.

23 წლის ფეხბურთელის აღდგენის პირველი ეტაპი ესპანეთში მიმდინარეობდა, გუშინ კი ტიაგოს მდგომარეობა "ბაიერნის" სამედიცინო შტაბმა შეამოწმა და ესპანელს კლუბის ბაზაზე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშის უფლება მისცა. ამის შესახებ მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

"ჩემი საქმეები უკეთ მიდის. კლუბში მითხრეს, რომ დიდი სამუშაო მაქვს ჩასატარებელი მოედანზე დასაბრუნებლად", - განაცხადა ალკანტარამ.

ესპანელი 2013 წლის ზაფხულში ჩაირიცხა
გერმანიის ჩემპიონის რიგებში და ამ დროის განმავლობაში სამი სერიოზული ტრავმა გადაიტანა. მან სულ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული