ივიცა ოლიჩი მალე გამოჯანმრთელდება

AutoSharing Option
თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ "ჰამბურგის" ნახევარმცველი რაფაელ ვან დერ ვაარტი ამ სეზონის შემდეგ დატოვებს გერმანული კლუბის რიგებს, - წერს გერმანული პრესა.

წყაროს ცნობით, "ჰამბურგის" მწვრთნელის, ჯო ცინბაუერის გეგმებში ჰოლანდიელის გამოყენება არ არის. ამ დღეებში თავად 32 წლის ფეხბურთელმა აღიარა, რომ ვეღარ აჩვენებს თავის საუკეთესო თამაშს. ამასთან, რაფა "ჰამბურგის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია - მისი წლიური ხელფასი წელიწადში 3,5 მილიონ ევროს უტოლდება.

მიმდინარე სეზონში ვან დერ ვაარტმა გერმანიის ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი (სამი პენალტით) გაიტანა, რასაც
ამდენივე საგოლე გადაცემა ემატება.

* * *
"ჰამბურგის" ფორვარდი ივიცა ოლიჩი, რომელმაც 22-ე ტურში მიონხენგლადბახის "ბორუსიას" წინააღმდეგ (1:1) ტრავმა მიიღო, ერთ კვირაში ჩადგება მწყობრში. შეგახსენებთ, რომ ხორვატმა ვეტერანმა პირველი ტაიმის შუაში კოჭლობა დაიწყო და ის არტიომს რუდნევსმა შეცვალა.

ექიმებმა 35 წლის ფეხბურთელს ურჩიეს, უახლოეს დღეებში თავი შეეკავებინა ვარჯიშებისგან. ცნობილია, რომ ოლიჩი ნამდვილად გამოტოვებს ფრანკფურტის "აინტრახტთან" მატჩს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული