არის კონტრაქტი: რომანი რჩება!

AutoSharing Option

დორტმუნდის „ბორუსიამ“ მომდევნო სეზონისთვის კიდევ ერთი კითხვის ნიშანი ჩამოიშორა: გერმანიის „შემოდგომის ჩემპიონმა“ მეკარე რომან ვაიდენფელერს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომელსაც ვადა 2014 წლამდე აქვს. გამოცდილ კიპერს „შავ-ყვითლებთან“ ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურებოდა და თავისუფალი აგენტი ხდებოდა, რის გამოც მის ბედს არაერთ ცნობილ კლუბს უკავშირებდნენ. გუშინდელი დღის შემდეგ კი ცხადია, რომ ვაიდენფელერი დორტმუნდში რჩება.

„მიხარია, რომ კლუბის ხელმძღვანელებთან შეთანხმებას მივაღწიე. ბოლო ორი წლის განმავლობაში „ბორუსიამ“ უდიდესი პროგრესი განიცადა. ვხვდები, რომ დორტმუნდში დიდი გუნდი შენდება და მინდა, რომ მეც ამ დიდი პროექტის ნაწილი ვიყო,“

- განუცხადა ჩვენს გერმანელ კოლეგებს ვაიდენფელერმა, რომელიც „ბორუსიას“ ღირსებას 2002 წლიდან იცავს. რომანმა BVB-ს ფორმა მას მერე ბუნდესლიგის 205 მატჩში მოირგო. მიმდინარე სეზონში ვაიდენფელერი განსაკუთრებით კარგად გამოიყურება - „კიკერის“ შეფასებების მიხედვით, რომანი მეკარეებში მხოლოდ „შალკესა“ და გემანიის ნაკრების კიპერ მანუელ ნოიერს ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული