პატრიკ ვიეირამ შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნში" დაიწყოს მუშაობა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ყოფილი ნახევარმცველი პატრიკ ვიეირა, შესაძლოა, 2015 წლის ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნის" სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს, - იტყობინება გამოცემა "ბილდი".

როგორც ირკვევა, გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა აპირებს გამოეთხოვოს გუნდის ამჟამინდელ დამრიგებელს, ერიკ ტენ ჰაგს. რაც შეეხება ვიეირას, ამ მომენტისთვის ფრანგი "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის.

უნდა აღინიშნოს, რომ თებერვალში ვიეირა უკვე იმყოფებოდა მიუნხენელთა ბანაკში და საუბარი ჰქონდა მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასა და რამდენიმე ფეხბურთელთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული