წყაროს ცნობით, "ჰამბურგმა" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები "მაინცის" ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, თომას ტუხელთან. ამ უკანასკნელს ახალი სეზონიდან სურს სამწვრთნელო კარიერის განახლება. ტუხელმა 2013-14 წლების სეზონის შემდეგ ერთწლიანი პაუზა აიღო დასვენებისთვისა და ძალების აღდგენისთვის.
შეგახსენებთ, რომ "ჰამბურგის" ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო კვირას დაითხოვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იოზეფ ცინბაუერი. მიმდინარე სეზონის მსვლელობისას გუნდმა უკვე ორჯერ გამოიცვალა მწვრთნელი: პირველ წრეში კარისკენ მიუთითეს მირკო სლომკას. ამ მომენტისთვის მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს კლუბის სპორტული დირექტორი პეტერ კნებელი შეასრულებს.
"ჰამბურგი" 26
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"