დოდოს ოპერაცია და რობერტო მანჩინის გეგმები

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის პირველ წრეში დოდო "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობდა, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და დღემდე ლაზარეთშია. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, სარეაბილიტაციო კურსმა შედეგი არ გამოიღო და 23 წლის მცველს მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს.

ბოლო ინფორმაციით, დოდო მინიმუმ სამი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი მისთვის დასრულებულია. ვთქვათ ისიც, რომ ბრაზილიელი მილანურ გრანდში "რომადან" იჯარით გადავიდა და ჯერ უცნობია, მოისურვებენ თუ არა ლომბარდიელები მის გამოსყიდვას.

ერთი სიტყვით, დოდო მოედანს მომდევნო სეზონში დაუბრუნდება და რომელი გუნდის ღირსებას დაიცავს, ეს ჯერ გასარკვევია.

ამასობაში, "ინტერთან" დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო ცნობა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, მილანური კლუბის მესვეურები ზაფხულში კიევის "დინამოს" მცველის, ალექსანდრ დრაგოვიჩის გადაბირებას შეეცდებიან.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, "ნერაძურის" სკაუტები დრაგოვიჩს სანაკრებო მატჩზე დააკვირდებიან და შემდეგ ფეხბურთელთან პირისპირ გაისაუბრებენ - დრაგოვიჩი ავსტრიის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდში ასპარეზობს. როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რობერტო მანჩინი მაღალი დონის ცენტრალურ მცველს ეძებს და დრაგოვიჩი პრიორიტეტული სამიზნეა. ითქვა ისიც, რომ ზაფხულში მანჩინი რამდენიმე მცველს გაუშვებს, მათ შორის, ნემანია ვიდიჩს და მარკო ანდრეოლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული