ბუნდესლიგა. XXIX ტური: "აინტრახტი" და "გლადბახი" უგოლოდ დაშორდნენ

AutoSharing Option
17 აპრილს გერმანიის ბუნდესლიგის XXIX ტური ერთი მატჩით გაიხსნა. ფრანკფურტში "აინტრახტმა" მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" უმასპინძლა და მეტოქეს უგოლოდ დაშორდა - 0:0.

"ანტრახტმა" 39 ქულას მოუყარა თავი და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა, "გლადბახი" კი 54 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

სატურნირო ცხრილს 70 ქულით მიუნხენის "ბაიერნი" ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ "ვოლფსბურგს" 60 ქულა აქვს.

ტურის დანარჩენი მატჩები შაბათ-კვირას, 18 და 19 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ბუნდესლიგა. XXIX ტურის წინ: მთავარი ინტრიგა მესამე ადგილშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული