კაგავას ზიდანი შეცვლის

AutoSharing Option

ხვალ გერმანიის ჩემპიონატიც განახლდება. ბუნდესლიგის მეორე წრე ტურის ცენტრალური მატჩით გაიხსნება: „ლევერკუზენი“ თავის „ბაი არენაზე“ პირველი წრის გამარჯვებულ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს. როგორც იცით, „შემოდგომის ჩემპიონს“ თვის ბოლომდე პირველი წრის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავა არ ეყოლება. საქმე იმაშია, რომ კაგავა აზიის თასზე თამაშობს. როგორც ირკვევა, „ლევერკუზენთან“ კაგავას დორტმუნდელთა ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ ზიდანი შეცვლის.

„ჩვენთან, ძირითადი შემადგენლობა, როგორც წესი, თამაშის დღეს ირკვევა ხოლმე. თუ ზიდანი ითამაშებს, დარწმუნებული ვარ, რომ კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო მატჩს ჩაატარებს, რადგან ეგვიპტელი ძალიან მონდომებულია“, -

აცხადებს „დორტმუნდის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი.

აღსანიშნავია, რომ „ბორუსიას“ წამყვანი ფეხბურთელებიდან მხოლოდ კაგავა დააკლდება. თავდამსხმელმა ლუკას ბარიოსმა და
ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ ტრავმები მოიშუშეს და ხვალ მოედანზე გასვლა შეეძლებათ.

 

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული