ხოსეპ გვარდიოლა: შვაინშტაიგერმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა გუნდში

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ბასტიან შვაინშტაიგერის მომავალზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ბასტიანის მომავალი თავად მასზეა დამოკიდებული. მოცემულ სიტუაციაში ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას. მწვრთნელს არ შეუძლია გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ფეხბურთელი გუნდში ერთი, ორი, სამი ან ოთხი წელი. ამ კლუბის ისტორიაში ვარსკვლავები ყოველთვის თავად იღებდნენ გადაწყვეტილებას.

ბასტიანს ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი ტრავმა ჰქონდა. როცა ოდნავ მაინც იყო მზად, ის მოედანზე გამოდიოდა", - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ შვაინშტაიგერის მოქმედი კონტრაქტი 2016 წლამდე მოქმედებს. ამჟამად კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეჩერებულია, თუმცა მომავალში
მხარეები მის განახლებას გეგმავენ.

მომზადებულია sport1.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული