მაგათი: შეიძლება "ბაიერნში" გვარდიოლა კონტრაქტზე ისევე მოატყუონ, როგორც მე

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა გუნდის ამჟამინდელ თავკაც ხოსეპ გვარდიოლას ურჩია, არცთუ დიდად ენდოს კლუბის ხელმძღვანელთა დაპირებებს. მაგათს მხედველობაში ჰქონდა საკითხი, რომელიც გერმანულ გრანდსა და ესპანელ სპეციალისტს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებას ეხება.

"ბაიერნის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ უკვე არაერთგზის აღნიშნა, რომ კლუბს ძალიან სურს გვარდიოლასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გახანგრძლივება. პეპს მიუნხენელებთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

"მაშინ რუმენიგე მეც მეუბნებოდა, რომ კონტრაქტს სიცოცხლის ბოლომდე გამიფორმებდა, მაგრამ ნახევარი წლის შემდეგ კარისკენ მიმითითეს. ასე რომ, გვარდიოლა ფრთხილად უნდა იყოს", -
აქვეყნებს Sky მაგათის ნათქვამს, რომელიც "ბაიერნს" 2004-07 წლებში წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული