როგორც უკვე ვწერდით, მიონხენგლადბახის "ბორუსიის" ფორვარდი მაქს კრუზე "ვოლფსბურგში" გადადის სათამაშოდ, რის შესახებაც ორივე კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა და "ბორუსიამ" გერმანიის ნაკრების თავდამსხმელის შემცვლელი ძალიან მალე იპოვა.
გამოცემა Die Welt-ი ამტკიცებს, რომ ლუსიენ ფავრის გუნდის შეტევის ახალი ლიდერი გახდება 26 წლის არგენტინელი ფრანკო დი სანტო. ამ ფეხბურთელში "ვერდერი" დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებს. ჯერჯერობით არც ერთი მხარე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
წლევანდელ სეზონში დი სანტომ 26 მატჩი ჩაატარა
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე "ვერდერმა" "ლაიპციგში" გაყიდა გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი დავი ზელკე და მის ნაცვლად უკვე გაიფორმა "კიოლნის" ბომბარდირი ენტონი უჯა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"