ერთი ლუდი, გეთაყვა - იურგენ კლოპი ესპანურად ალაპარაკდა

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს კარიერაში ნახევარწლიანი პაუზის აღება აქვს გადაწყვეტილი.

როგორც გამოცემა Bild–ი წერს, 47 წლის სპეციალისტი შვიდწლიანი სტრესის შემდეგ დასვენებას აპირებს და ამიტომაც არ გაწვრთნის არც ერთ გუნდს, ყოველ შემთხვევაში, 2015-16 წლების სეზონის დასაწყისში.

კლოპის გვარი ფიგურირებს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე. სხვათა შორის, ბუნდესლიგის ბოლო ტურის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე "დორტმუნდის" დამრიგებელმა ერთ-ერთ შეკითხვას ესპანურად უპასუხა.

- გვარდიოლამ გერმანული ისწავლა. თქვენ სწავლობთ ესპანურს?
- Una cerveza por favor - ერთი ლუდი, გეთაყვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული