გერმანიის ჩემპიონატი ისევე განახლდა, როგორც შეწყდა - დორტმუნდის „ბორუსია“ დაფრინავს, სხვები კი იტანჯებიან. ბევრს ეგონა, რომ მე-18 ტური ერთპიროვნული ლიდერის უპირატესობას შეამცირებდა, რადგან დორტმუნდელები უშუალო კონკურენტ „ლევერკუზენს“ სტუმრობდნენ, მაგრამ „ბორუსიამ“ „ბაი არენაზე“ დამაჯერებელი თამაშითა და ანგარიშით (3:1) გაიმარჯვა (ამ მატჩის შესახებ დეტალურად შაბათის ნომერში ვწერდით). ზოგადად კი, შემცირებას ვინ ჩივის, იურგენ კლოპის გუნდის უპირატესობა 10-დან 12 ქულამდე გაიზარდა, რადგან „ლევერკუზენთან“ ერთად, „მაინციც“ დამარცხდა, მეორე ადგილზე კი ახლა, ყველასათვის მოულოდნელად, „ჰანოვერია“ შემოსკუპებული.
მოკლედ, „ლევერკუზენმა“ იმედები ვერ გაამართლა, „მაინცის“ წაგებაც უკვე აღარავის
„ბაიერნი“ კი ლიდერ „დორტმუნდს“ უკვე 16 ქულით ჩამორჩება. ამიტომაც თქვა რობენმა მატჩის შემდეგ, „ბორუსიას“ უკვე ვულოცავ გერმანიის ჩემპიონობას, როგორც არ უნდა მოვინდომოთ, ამ გუნდს ვეღარ დავეწევითო. მიუნხენელები თომას მიულერის გოლით იგებდნენ და 21-ე წუთზე მეორე გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ფილიპ ლამმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა (ბურთი ძელს გაარტყა). მერე მარიო გომესსაც ჰქონდა გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი და მანაც დიეგო ბენალიოს კარის ძელი შეაზანზარა.
შესვენებისას ვან გაალმა სწორედ ამიტომ თქვა, წესით 3:0-ს უნდა ვიგებდეთო. ერთი სიტყვით, ისეთი თამაში მიდიოდა, რომ მიუნხენელებს სამი ქულა უპრობლემოდ უნდა აეღოთ, მაგრამ „ვოლფსბურგმა“ ბოლომდე იბრძოლა და „მგლებმა“ ანგარიშის გათანაბრება მატჩის მიწურულს, ბასტიან შვაინშტაიგერის შეცდომის წყალობით მოახერხეს. ასე რომ, თუკი პირველი წრის პირველ ტურში „ბაიერნს“ და კერძოდ შვაინშტაიგერს გაუმართლა, რომელმაც მაშინ ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდო, ახლა შვაინი მთავარი უიღბლო გამოდგა. ისიც უნდა ითქვას, რომ „ბაიერნის“ დაცვის ცენტრის ახალი დუეტიც ხშირად სცოდავდა - ბრენოს და ბადშტუბერს შეთამაშება აკლიათ. ვოლფსბურგელები მიღწეული ფრეთი კმაყოფილები დარჩნენ. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ვოლფსბურგელთა სათადარიგო სკამზე წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი აკაკი გოგია იჯდა, რომელიც სტივ მაკლარენმა მეორედან პირველ გუნდში დეკემბრის მიწურულს გადაიყვანა.
რუუდ ვან ნისტელროი „შალკეს“ რისხვაა! ზუსტად ისე, როგორც პირველ ტურში, როცა „ჰამბურგმა“ გელზენკირხენულ კლუბს 2:1 მოუგო, ხოლო ჩრდილოელთა ჰოლანდიელმა გოლეადორმა კი დუბლი შეასრულა, რუუდმა მეორე წრის პირველ ტურშიც გაუტანა „შალკეს“ გოლი, რომელიც ლევან ყენიას გუნდისთვის საბედისწერო გამოდგა. თუმცა ვან ნისტელროი დარტყმამდე ბურთს ხელით შეეხო. „სქაი სპორტის“ ექსპერტ ოტმარ ჰიტცფელდის აზრით, რუუდმა ხელით გამიზნულად ითამაშა, „შალკეს“ თავკაც ფელიქს მაგათს კი მიაჩნია, რომ განზრახ ხელით თამაშზე ლაპარაკი ზედმეტია. მატჩის შემდეგ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ მადრიდის „რეალს“ ვან ნისტელროის დაბრუნება უნდა (ტრავმირებული გონსალო იგუაინის შემცვლელად), რამაც HSV-ს ჰოლანდიელი გოლეადორი ძალიან გაახარა, მაგრამ „ჰამბურგის“ ხელმძღვანელებმა რუუდს წითელი აუნთეს - ვერსად გაგიშვებთ, კონტრაქტი ბოლომდე უნდა შეასრულოო.
რაც შეეხება „შალკეს“ - ფელიქს მაგათს აღარ სჯერა, რომ მისი გუნდი ამ სეზონში საუკეთესო ხუთეულში მოხვდება. ყოველ შემთხვევაში, „დესპოტმა ფელიქსმა“ შაბათს განცდილი მარცხის შემდეგ თქვა, ხუთეულში მოხვედრაზე ფიქრის უფლება აღარ გვაქვს, ფაქტია, რომ მომდევნო სეზონში ევროტურნირების მიღმა დავრჩებითო. ვან ნისტელროის გოლის მომენტში „შალკეს“ მეკარე მანუელ ნოიერი არცისე კარგად გამოიყურებოდა და სხვათა შორის, გერმანიის ნაკრების კიპერმა შეცდომა 25-ე წუთზეც დაუშვა. სამაგიეროდ, ფანები 17 წლის იულიან დრაქსლერის დებიუტმა გაახრა - 17 წლისა და 117 დღის ნახევარმცველი „შალკეს“ ისტორიაში ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც გელზენკირხენული კლუბის ფორმით ბუნდესლიგაში იასპარეზა.
„მაინცს“ საშობაო არდადეგებზე მოტივაცია დაუკარგავს... ყოველ შემთხვევაში, თომას ტუხელის ბიჭებმა, რომლებიც პირველ წრეში ფანტასტიკური შემართებით და გენიალური სიმსუბუქით ყველას აღაფრთოვანებდნენ, შტუტგარტში ძალიან ცუდად ითამაშეს. მაღალი დონის ფეხბურთი ვერც „შტუტგარტმა“ აჩვენა და წესით, ამ მატჩზე საუბარი აქვე უნდა დაგვემთავრებინა, რომ არა ორი დასკვნა, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. პირველი: შტუტგარტელებს თამამად შეუძლიათ, „მაინცის“ დამარცხების შემდეგ კვლავ იოცნებონ სეზონის გადარჩენაზე. მეორე: „მაინცის“ კარნავალი დამთავრებულია.
ბრუნო ლაბადიას „შტუტგარტის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება ავსტრიელმა თავდამსხმელმა მარტინ ჰარნიკმა მოუტანა. სხვათა შორის, ეს ამ უკანასკნელის მე-11 გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონის ოფიციალურ მატჩებში და აქედან, ცხრა გოლი მას შეცვლაზე შესვლის შემდეგ აქვს გატანილი. შვაბების მენეჯერმა ფრედი ბობიჩმა ამიტომაც თქვა, ჰარნიკი ბრწყინვალე ჯოკერიაო. თვითონ ჰარნიკი კი ამბობს, რომ მისი მიზანი ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაა.
სად გაქრა ფრანკფურტის „აინტრახტის“ ის შემართება, რომელიც ამ გუნდს პირველი წრის მიწურულს ჰქონდა, როცა დორტმუნდის „ბორუსიას“ ამ სეზონში მეორე მარცხი აგემა? ამ კითხვაზე პასუხს გუშინ ფრანკფურტელთა დამრიგებელი მიხაელ სკიბეც ამაოდ ეძებდა. დიდი ხანია, „აინტრახტის“ თავკაცი ასეთი დამძიმებული არ ყოფილა. გაუგებარი არაფერია: სკიბეს ბიჭები საკუთარ მოედანზე ხომ 0:3 დამარცხდნენ, თანაც „ჰანოვერთან“. ასე რომ, „წითელი სასწაული“ გრძელდება, მირკო სლომკა და მისი გუნდი ახლა უკვე მეორე ადგილზე არიან! 18 ტურის შემდეგ 34 ქულა ბევრი არ არის, მაგრამ ჰანოვერელთათვის ბევრია და საკმარისია იმისათვის, რომ „ჰანოვერი“ „დორტმუნდის“ ნომერ პირველი მდევარი იყოს, თუმცა სიტყვა „მდევრის“ ხმარება ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულიცაა, რადგან სლომკას შეგირდები დორტმუნდელებს 12 ქულით ჩამორჩებიან. თუმცა, აბდელაუ, ია კონანი და კომპანია სამართლიანად ოცნებობენ ჩემპიონთა ლიგის საგზურზე.
სეზონი პოზიტიურად განაახლა „ვერდერმაც“: „მუსიკოსებმა“ მწვრთნელშეცვლილი „ჰოფენჰაიმი“ 2:1 დაამარცხეს, რაც გახდა კიდეც იმის საფუძველი, რომ თომას შააფსა და კომპანიას შვებით ამოესუნთქათ. „მუსიკოსები“ კლაუდიო პისაროს გოლით იგებდნენ და ბორის ვუკჩევიჩმა ანგარიში 87-ე წუთზე გაათანაბრა. ის ის იყო, ყველამ იფიქრა, რომ მატჩი ფრედ დასრულდებოდა, როცა ტორსტენ ფრინგსმა 92-ე წუთზე, 26 მეტრიდან უძლიერესი საჯარიმო დარტყმით (108 კმ/სთ) „ვერდერს“ სამი ქულა მოუტანა. „რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანდი. მარკო მარინს ვუთხარი, უბრალოდ დამიგორე და მერე მე ვიცი-მეთქი. როგორც ნახეთ, იდეალური გოლი გამომივიდა. მართალია, ცოტათი გაგვიმართლა, მაგრამ ეს კარგის ნიშანია,“ - თქვა ფრინგსმა მატჩის შემდეგ. „ჰოფენჰაიმში“ კი განსხვავებული, მძიმე სიტუაციაა. „სოფლელებს“ ახალი მწვრთნელი ჰყავთ, მაგრამ ძველებურად სცოდავენ: „ჰოფემ“ ბოლო ათ წუთში გაშვებული გოლებით პირველ წრეში 9 ქულა დაკარგა. არცაა გასაკვირი, ჰოფენჰაიმელები ახალი ფეხბურთელების ყიდვას რომ აპირებენ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „ჰოფე“ რაიან ბაბელს (24 წლის, ლივერპული) და დიუმერსი მბოკანის (25/მონაკო) უმიზნებს.
მეორე წრე იდეალურად დაიწყო მიონხენგლადბახის „ბორუსიამ“, რომელიც პირველ წრეში უიმედო აუტსაიდერი ჩანდა. მიხაელ ფრონტცეკის შეგირდებმა „ნიურნბერგი“ მისსავე „ფრანკენშტადიონზე“ ნოიშტედტერის გოლით დაამარცხეს. „ზანკტ პაულიმ“ და „ფრაიბურგმა“ კი ქულები გაიყვეს (2:2), ისევე, როგორც „კაიზერსლაუტერნმა“ და „კიოლნმა“ გუშინ (1:1).
მომდევნო ტური
21 იანვარი. ჰამბურგი-აინტრახტი. 22 იანვარი. ბაიერნი-კაიზერსლაუტერნი, ბორუსია (დ)-შტუტგარტი, მაინცი-ვოლფსბურგი, ფრაიბურგი-ნიურნბერგი, ჰანოვერი-შალკე, კიოლნი-ვერდერი. 23 იანვარი. ბორუსია (მ)-ლევერკუზენი, ჰოფენჰაიმი-ზტ. პაული.
ლევერკუზენი-ბორუსია (დ) 1:3 [VIDEO]
ლევერკუზენი (4-2-2-2): ადლერი - შვააბი, მ. ფრიდრიხი, რაინარტცი, კასტრო - ლ. ბენდერი (60. ბარნეტა), როლფესი - რენატო, სემი (60. ვიდალი) - კისლინგი, ჰელმესი (60. დერდიოკი).
ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი (46. და სილვა), ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე (68. ბარიოსი), გროსკროიტცი (87. ფელიპე სანტანა) - ლევანდოვსკი.
გოლები: 0:1 გროსკროიტცი (49), 0:2 გროსკროიტცი (53), 0:3 გიოტცე (55), 1:3 კისლინგი (80)
გაფრთხილება: კისლინგი, მ. ფრიდრიხი - გროსკროიტცი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 11-18; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 12(3)-11(5); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 30 210
ვერდერი-ჰოფენჰაიმი 2:1
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ფრიტცი, მერტეზაკერი, პრიოდლი, სილვესტრი - ფრინგსი - ბარგფრედე, კროოსი (77. პასანენი) - ჰანტი (91. ავდიჩი) - არნაუტოვიჩი (88. მარინი), პისარო.
ჰოფენჰაიმი (4-3-2-1): შტარკე - ბეკი, ვორსა, კომპერი, იბერტსბერგერი (46. იაისლე) - ვაისი (79. ტაგო), რუდი, ალაბა - ვუკჩევიჩი, მლაპა - იბიშევიჩი (88. შიმუნიჩი).
გოლები: 1:0 პისარო (36), 1:1 ვუკჩევიჩი (87), 2:1 ფრინგსი (92)
გაფრთხილება: ჰანტი, პრიოდლი, არნაუტოვიჩი - მლაპა, იაისლე
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 24-19; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 12(4)-8(2); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 34 274
შტუტგარტი-მაინცი 1:0
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - ფუნკი, ტასკი, დელპიერი, მოლინარო - ტრეში, კუჟმანოვიჩი - გენტნერი (59. გებჰარდტი), ბოკა - კაკაუ (70. ჰარნიკი), პოგრებნიაკი (88. ნიდერმაიერი).
მაინცი (4-1-2-1-2): ჰ. მიულერი - ზაბავნიკი, ბუნგერტი, ნოვესკი, ფუხსი - ფათი - კალიჯური, სოტო - ჰოლტბი (59. შალაი) - რისე (66. ალაგუი), შიურლე.
გოლი: 1:0 ჰარნიკი (79)
გაფრთხილება: გებჰარდტი - ჰოლტბი, ფათი
კუთხური: 6-7; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 7(2)-16(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 33 500
ვოლფსბურგი-ბაიერნი 1:1
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - რიტერი, კიაერი, ა. ფრიდრიხი, მ. შეფერი - ჟოსუე (69. პეკარიკი), სისერო (46. ჩიგერჩი) - დეჟაგა, დიეგო (88. კალენბერგი), მანჯუკიჩი - გრაფიტე.
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ბრენო, ბადშტუბერი, პრანიჩი (82. ოტლი) - ვან ბომელი, ტიმოშჩუკი (69. ლუის გუსტავო) - თ. მიულერი, შვაინშტაიგერი, რიბერი (25. რობენი) - გომესი.
21-ე წუთზე ლამმა (ბაიერნი) ვერ გაიტანა პენალტი (ძელი)
47-ე წუთზე გრაფიტემ (ვოლფსბურგი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 0:1 თ. მიულერი (7), 1:1 რიტერი (86)
გაფრთხილება: მანჯუკიჩი, ჟოსუე - შვაინშტაიგერი, ბადშტუბერი
კუთხური: 5-9; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 10(4)-14(6); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 30 000
ნიურნბერგი-ბორუსია (მ) 0:1
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - იუდტი (78. ოკოტი), ვოლშაიდი, ვოლფი, პინოლა - სიმონსი, კოენი (46. აიგლერი) - ჰეგელერი, ექიჩი, მაკი (60. მენდლერი) - შიბერი.
ბორუსია მ. (4-2-2-1-1): ჰაიმეროთი - ლეველსი, ნორდვეიტი, შტრანცლი, დემსი - მარქსი (82. იანტშკე), ნოიშტედტერი - როისი (92. ანდერსონი), იდრისუ - დე კამარგო - ჰანკე (71. ბრედლი).
86-ე წუთზემ პინოლამ (ნიურნბერგი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლი: 0:1 ნოიშტედტერი (8)
გაფრთხილება: ვოლშაიდი - შტრანცლი, ლეველსი, როისი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 16-29; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17(4)-6(3); ბურთის ფლობა: %-%.
მაყურებელი: 37 464
ზტ. პაული-ფრაიბურგი 2:2
ზტ. პაული (4-2-3-1): კესლერი - როთენბახი, სამბრანო, გიუნეში, ოშიპკა - ბოლი, მ. ლემანი (46. ბრუნსი) - მ. კრუსე, ტაკი (65. ასამოა), ნაკი (65. ბარტელსი) - ებერსი.
ფრაიბურგი (4-1-4-1): ბაუმანი - მუიჯა, ბართი, ბუტშერი, ბასტიანსი - შუსტერი (46. იანო) - ნიკუ, როზენტალი (72. კალიჯური), მაკიადი, აბდესადკი (76. პუცილა) - სისე.
მე-11 წუთზე სისემ (ფრაიბურგი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გოლები: 1:0 ებერსი (13), 1:1 სისე (61), 2:1 ასამოა (68), 2:2 სისე (75)
გაფრთხილება: ასამოა - პუცილა
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-20; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11(6)-9(7); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 24 051
შალკე-ჰამბურგი 0:1
შალკე (4-2-2-2): ნოიერი - მატიპი, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შმიტცი - მორიტცი (53. პანდერი), რაკიტიჩი (83. დრაქსლერი) - ფარფანი, ედუ (62. ხურადო) - რაული, ჰუნტელაარი.
ჰამბურგი (4-2-2-2): ფ. როსტი - დემელი, კაჩარი, ვესტერმანი, აოგო - იაროლიმი, ზე რობერტო - პიტროიპა (89. ტეშე), ელია (92. ტროხოვსკი) - ბენ-ჰატირა, ვან ნისტელროი.
გოლი: 0:1 ვან ნისტელროი (53)
გაფრთხილება: ედუ, ხურადო, შმიტცი - ვესტერმანი, ვან ნისტელროი, იაროლიმი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 26-12; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 10(1)-9(3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 61 673
აინტრახტი-ჰანოვერი 0:3
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი - ს. იუნგი, კლერკი, კრაუსი, ცაველასი (65. კაიო) - შვეგლერი, კიოლერი - ოხსი, ა. მაიერი (46. ფენინი), ჰალილ ალთინთოფი (75. ამანატიდისი) - გეკასი.
ჰანოვერი (4-2-3-1): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, კ. შულცი - შმიდებახი, პინტუ - შლაუდრაფი (46. შტინდლი), რაუში (88. ჯაპკა) - ია კონანი, აბდელაუ.
გოლები: 0:1 აბდელაუ (15), 0:2 კ. შულცი (21), 0:3 ია კონანი (89)
გაფრთხილება: შვეგლერი - რაუში
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 13-26; თამაშგარე: 7-4; კარში დარტყმა: 12(4)-16(6); ბურთის ფლობა: 62%-31%.
მაყურებელი: 39 300
კაიზერსლაუტერნი-კიოლნი 1:1
კაიზერსლაუტერნი (4-2-3-1): ზიპელი - დიკი, ამედიკი, როდნი, იესენი - პეცოსი, დე ვიტი (46. ნემეცი) - ამრი (70. კირხი), მორავეკი, ილიჩევიჩი - ლაკიჩი.
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ანდრეზინიო, ჟერომელი, პეცონი, აიხნერი - პეტიტი (46. იაბო), მატუშიკი - კლემენსი, პოდოლსკი, პეშკო (75. ლანიგი) - ნოვაკოვიჩი (84. ტეროდე).
გოლები: 0:1 პოდოლსკი (29), 1:1 მორავეკი (51)
გაფრთხილება: იესენი - პეშკო, აიხნერი, ანდრეზინიო, ჟერომელი, იაბო, ლანიგი
გაძევება: ლაკიჩი (39. კაიზერსლაუტერნი)
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 18-24; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15(4)-14(3); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 42 295
თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 18 15 1 2 42-11 46
2. ჰანოვერი 18 11 1 6 28-27 34
3. მაინცი 18 11 0 7 30-20 33
4. ლევერკუზენი 18 9 6 3 36-28 33
5. ბაიერნი 18 8 6 4 32-21 30
6. ფრაიბურგი 18 9 2 7 27-27 29
7. ჰამბურგი 18 8 3 7 28-28 27
8. აინტრახტი 18 8 2 8 24-24 26
9. ჰოფენჰაიმი 18 6 7 5 33-24 25
10. კაიზერსლაუტერნი 18 6 4 8 28-28 22
11. შალკე 18 6 4 8 25-25 22
12. ნიურნბერგი 18 6 4 8 22-29 22
13. ვერდერი 18 6 4 8 25-36 22
14. ვოლფსბურგი 18 4 8 6 25-26 20
15. ზტ. პაული 18 5 3 10 18-32 18
16. კიოლნი 18 4 4 10 19-34 16
17. შტუტგარტი 18 4 3 11 33-35 15
18. ბორუსია (მ) 18 3 4 11 27-47 13
ბომბარდირები: 15 - სისე (ფრაიბურგი); 14 - გეკასი (აინტრახტი); 12 - გომესი (ბაიერნი); 11 - ლაკიჩი (კაიზერსლაუტერნი); 10 - ჯეკო (ვოლფსბურგი), ია კონანი (ჰანოვერი); 9 - უგო ალმეიდა (ვერდერი), რაული (შალკე), შიურლე (მაინცი); 8 - ბარიოსი (ბორუსია დ), კაგავა (ბორუსია დ), ვიდალი (ლევერკუზენი).
II ბუნდესლიგა. XVIII ტური
კარლსრუე-ფიურტი 1:1
გოლები: 0:1 ნ. მიულერი (46), 1:1 იაშვილი (77-პენ)
უნიონი-ალემანია 2:1
გოლები: 1:0 თომიკი (21), 2:0 მოსკერა (63), 2:1 ჰიოგერი (93-პენ)
ფორტუნა-კოტბუსი 3:1
გოლები: 1:0 ბრიოკერი (40), 2:0 ლამბერტცი (48), 2:1 პეტერსენი (64), 3:1 ო. ფინკი (70)
მიუნხენ 1860-ბოხუმი 1:3
გოლები: 0:1 დედიჩი (45-პენ), 1:1 ლაუთი (72), 1:2 აიდინი (78), 1:3 დაბროვსკი (83)
აუგსბურგი-ინგოლშტადტი 2:0
გოლები: 1:0 იორლი (32), 2:0 ს. ჰაინი (71)
დუისბურგი-ოსნაბრიუკი 4:1
გოლები: 1:0 ტროიანი (5), 1:1 კასტრატი (30), 2:1 მაიერჰოფერი (50), 3:1 ილმაზი (57), 4:1 შაჰანი (83)
არმინია-ფრანკფურტი 1:1
გოლები: 0:1 გიასულა (53-პენ), 1:1 დი გრეგორიო (78)
ობერჰაუზენი-ჰერტა დღეს
აუე-პადერბორნი ხვალ
თ მ ფ წ ბ ქ
1. აუგსბურგი 18 11 3 4 36-16 36
2. დუისბურგი 18 10 3 5 32-17 33
3. ჰერტა 17 10 3 4 25-13 33
4. ფიურტი 18 9 4 5 26-15 31
5. კოტბუსი 18 9 4 5 36-26 31
6. ბოხუმი 18 10 1 7 24-22 31
7. აუე 16 9 4 3 19-18 31
8. ფრანკფურტი 17 9 2 6 26-19 29
9. მიუნხენ 1860 18 7 6 5 23-20 25
10. ფორტუნა 18 8 1 9 17-19 25
11. ალემანია 18 6 6 6 26-26 24
12. უნიონი 18 6 4 8 20-23 22
13. პადერბორნი 17 6 3 8 16-22 21
14. ოსნაბრიუკი 18 5 3 10 26-35 18
15. ობერჰაუზენი 17 5 3 9 14-28 18
16. კარლსრუე 18 4 5 9 23-35 17
17. ინგოლშტადტი 18 3 3 12 19-30 12
18. არმინია 18 2 2 14 13-37 8
* მიუნხენ 1860-ს დაკლებული აქვს ორი ქულა
ბომბარდირები: 12 - პეტერსენი (კოტბუსი); 10 - რაფაელი (აუგსბურგი); 9 - აუერი (ალემანია), ლაუთი (მიუნხენ 1860), მიოლდერსი (ფრანკფურტი); 8 - ჩონგი (ბოხუმი); 7 - ბალიაკი (დუისბურგი), მაიერჰოფერი (დუისბურგი).
.