გერმანიის სუპერთასს "ვოლფსბურგი" უმასპინძლებს, "ბაიერნს" იმედი გაუცრუვდა

AutoSharing Option
გერმანიის სუპერთასის შეხვედრა, ქვეყნის თასის მფლობელ "ვოლფსბურგსა" და ბუნდესლიგის ჩემპიონ "ბაიერნს" შორის, პირველ აგვისტოს, ვოლფსბურგის სტადიონზე - "ფოლკსვაგენ-არენაზე" გაიმართება.

გადაწყვეტილება ბუნდესლიგის ხელმძღვანელობამ მიიღო და ამრიგად, შენარჩუნდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, გერმანიის თასის მფლობელი ქვეყნის სუპერთასის მატჩს საკუთარ კედლებში ატარებს.

ამასთან, "ბაიერნი" ითხოვდა ფინალის "ალიანც-არენაზე" გამართვას, რითაც საკუთარი სტადიონის 10 წლის იუბილეს აღნიშვნა სურდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული