ბუნდესლიგის მესამეადგილოსანს ეს ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდა. მხარეებმა შეთანხმებას ერთი კვირის წინ მიაღწიეს, მაგრამ დრმიჩი შვეიცარიის ნაკრებში იყო გამოძახებული და ვერ მოასწრო "ბორუსიაში" სამედიცინო შემოწმების გავლა. ეს პროცედურა გუშინ ჩატარადა.
"გლადბახის" სპორტული დირექტორი მაქს ებერლი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს ცდილობდა დრმიჩის "ნიურნბერგიდან" გადაბირებას, მაგრამ შვეიცარიელმა არჩევანი "ლევერკუზენზე" შეაჩერა. თუმცა ფორვარდმა ვერ შეძლო "ბაიერის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება - ბუნდესლიგაში ჩატარებული
დრმიჩმა "ბორუსიასთან" 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი და ახალ კლუბში მეცხრე ნომრით ითამაშებს.
* * *
ამასობაში გაირკვა, რომ "გლადბახს" ჩაეშალა "დორტმუნდიდან" ცენტრალური მცველის მატიას გინტერის ტრანსფერი. დორტმუნდელთა ხელმძღვანელობამ არ ისურვა 21 წლის ფეხბურთელის გაშვება და უარყო ლუსიენ ფავრის გუნდის წინადადება.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"