ხოსეპ გვარდიოლამ ბასტიან შვაინშტაიგერის გაშვების მიზეზებზე ისაუბრა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ბასტიან შვაინშტაიგერმა სამი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომა.

"სამწუხაროდ, შვაინშტაიგერმა ვერ მიაღწია ოპტიმალურ ფორმას მთელი სამი წლის განმავლობაში. ამ წელიწადში ის ერთხელაც არ იყო კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში.

თუმცა ის სერიოზულად არის განწყობილი, "მანჩესტერ იუნაიტედში" საუკეთესო ფეხბურთი აჩვენოს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

რა თქმა უნდა, ბასტიანი ტოპ-ფეხბურთელია. როცა მას ტრავმები არ უშლის ხელს, ის ერთ-ერთი საუკეთესოა", - თქვა გვარდიოლამ The Telegraph-თან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული