ბუნდესლიგა. II ტური: "ვერდერის" ფრე ბერლინში, პაპუნაშვილი - სათადარიგო სარეზერვოში

AutoSharing Option
21 აგვისტოს, გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტური ბერლინში გამართული ერთი მატჩით გაიხსნა. "ოლიმპიაშტადიონზე" "ჰერტამ" ბრემენის "ვერდერს" უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

შეხვედრის ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. უკვე მე-6 წუთზე მასპინძლები წინ ვალენტინ შტოკერმა გაიყვანა, ზუსტად 20 წუთის შემდეგ კი წონასწორობა ბრემენული კლუბის თავდამსხმელმა ენტონი უჯამ აღადგინა. ორი ტურის შემდეგ "ჰერტას" 4 ქულა აქვს, "ვერდერს" კი მხოლოდ ერთი.

რაც შეეხება "ვერდერში" სეზონის წინ გადასულ გიორგი პაპუნაშვილს, რომელიც მესამე ბუნდესლიგაში მოთამაშე ბრემენელთა სარეზერვო გუნდში ირიცხება, 21 აგვისტოს, "მაგდებურგთან" გამართულ შეხვედრაში სათადარიგოთა
სკამზე იყო და თამაშის შანსი არ მისცემია. მატჩი კი ფრედ 1:1 დასრულდა.

ბუნდესლიგის II ტურის დანარჩენი შეხვედრები 22 და 23 აგვისტოს გაიმართება.

ბუნდესლიგა. II ტური:
22 აგვისტო
შალკე-დარმშტადტი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიფერი, ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 მატჩი: +2=0-0 (6-3)

ჰანოვერი-ლევერკუზ. 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კიიოტაკე - იედვაი, თოფრაქი
ურთიერთშეხვედრები
სულ 32 მატჩი: +5=10-17 (31-62)

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰამადი, ჰერდლინგი - ბადშტუბერი, ხავი მარტინესი, კირხოფი, რიბერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 მატჩი: +0=4-10 (10-34)

კიოლნი-ვოლფსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაროჰი, მავრაი - ბენალიო, ფელიპე, შიურლე
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 მატჩი: +3=6-11 (24-46)

აინტრახტი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ბობადილია
ტრავმა: ანდერსონი, კიტელი, შტენდერა, მაიერი - ოპარე, მორავეკი, პარკერი, შუსტერი, ტროხოვსკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 მატჩი: +1=2-2 (8-10)

ჰამბურგი-შტუტგარტი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯურუ, გიოტცი, დემირბაი, ირაჩეკი - ლანგერაკი
ურთიერთშეხვედრები
სულ 100 მატჩი: +42=21-37 (149-156)

23 აგვისტო
ინგოლშტ.-დორტმუნდი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დანილო - პიშჩეკი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ

გლადბახი-მაინცი 19:30
დისკვალიფიკაცია: ნორდტვეიტი
ტრავმა: ალვარო დომინგესი, ჯონსონი - სოტო, ბაისტერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 18 მატჩი: +7=6-5 (24-20)
მკითხველის კომენტარები / 7 /
მესამე ბუნდესლიგაში მოთამაშე ბრემენელთა სარეზერვო გუნდში ირიცხება ! ამას დინამო არ ჯობდა 100 თავით ?
0
დაღუპეს ეს ბიჭიც. უბედური ხალხი ვართ. ეს ახვარი ევროპელები აფრიკელ-სამხრეთამერიკელებს ათამაშებენ, ჩვენებს ყიდულობენ რომ ფული გაათეთრონ. ეს დებილებიც ცხვრებივით მიჰყვებიან და მომავალს ინგრევენ.
levani kaxeti
16:32 22-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული