"ვოლფსბურგთან" საშინაო შეხვედრაში (5:1), მოედანზე შეცვლაზე შესულმა ლევანდოვსკიმ სულ რაღაც 9-წუთაინ მონაკვეთში ხუთი გოლი გაიტანა, რომელთაგან განსაკუთრებით შთამბეჭდავი ბოლო იყო.
"რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ეს სიგიჟე იყო. დიდებული საღამო გამომივიდა.
პირველი ტაიმის შემდეგ ვაგებდით და მინდოდა, თავი არ დამეზოგა, რადგან 2 გოლი გვჭირდებოდა. მესამე თუ მეოთხე გოლის შემდეგ ტაბლოს რომ ავხედე, გამიკვირდა, კიდევ
მწვრთნელისგან მითითებები არ მჭირდებოდა. ვიცოდი, რაც უნდა მექნა", - აქვეყნებს პოლონელის ნათქვამს "ბაიერნის" ოფიციალური საიტი.