ბაბელი მაინც ჰოფენჰაიმში

AutoSharing Option
"ლივერპულში" უთამაშებლობით გაწამებულმა რაიან ბაბელმა მაინც აისრულა საწადელი და კარიერას "ჰოფენჰაიმში" გააგრძელებს. შეგახსენებთ, კლუბებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც იქნა, ინგლისელები და გერმანელები სატრანსფერო თანხაზე შეთანხმდნენ – სავარაუდოდ, "ჰოფენჰაიმმა" 24 წლის ჰოლანდიელი შემტევის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო უნდა გადაიხადა. დაზუსტებით კი ისაა ცნობილი, რომ მას კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. ახალ გუნდში მას "ვესტ ჰემში" გადაბარგებული დემბა ბას შეცვლა დაეკისრება.

სურინამული წარმოშობის ბაბელი "ლივერპულში" 2007 წელს "აიაქსიდან" გადავიდა და თავიდან მერსისაიდელთა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, მაგრამ შემდეგ
ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მიმდინარე პრემიერლიგაში მან მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა (აქედან მხოლოდ ერთი ძირითადში) და ერთი გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული