"ჰოფენჰაიმს" 28 წლის მწვრთნელი ჩაიბარებს

AutoSharing Option
ბუნდესლიგის მე-10 ტურში "ჰამბურგთან" საშინაო მატჩში 0:1 მარცხის შემდეგ "ჰოფენჰაიმის" ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან გაათავისუფლა გუნდის თავკაცი მარკუს გისდოლი.

ამის შესახებ პირველად ინფორმაცია ორშაბათს "სქაი სპორტს დოიჩლანდმა" მოგვაწოდა, ხოლო გუშინ ეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა. 10 ტურის მერე "ჰოფენჰაიმი" შავ დღეშია - 6 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და ეს კლუბის საკმაოდ დიდი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

დადასტურდა აღნიშნული წყაროს მეორე ინფორმაციაც - "ჰოფენჰაიმში" მართლაც 61 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი ჰუბ სტევენსი დანიშნეს. მან გერმანულ კლუბთან 2016 წლის 30 ივნისამდე გააფორმა ხელშეკრულება. სტევენსი "შალკეში", "ჰერტაში", "კიოლნსა" და
"შტუტგარტში" მუშაობდა.

"სპორტი 1" მიიჩნევს, რომ სტევენსს მხოლოდ ლოკალური ამოცანა ექნება გადასაჭრელი - მან უნდა დატოვოს "ჰოფენჰაიმი" ბუნდესლიგაში, ამის მერე ის გუნდიდან წავა.

ახალი სეზონიდან "ჰოფენჰაიმს" სათავეში კლუბის 19-წლამდელთა გუნდის თავკაცი იულიან ნაგელსმანი ჩაუდგება, რომელიც ახლა მხოლოდ 28 წლისაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული