უკანასკნელ პერიოდში ესპანური პრესა აქტიურად წერდა პოლონელი ფორვარდის შესაძლო გადასვლაზე მადრიდის "რეალში".
"კონტრაქტი "ბაიერნთან" 2019 წლამდე მაქვს. 3 წელი დიდი დროა", - თქვა ლევანდოვსკიმ.
მიმდინარე სეზონში 27 წლის ფორვარდმა გერმანიის ბუნდესლიგაში 12 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 14 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.