იოზილს გაყიდიან, თუ...

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" გენერალურმა მენეჯერმა კლაუს ალოფსმა განაცხადა, რომ კლუბი სულაც არაა მესუთ იოზილის გაყიდვის წინააღმდეგი, მაგრამ ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში იზამს, თუ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის სანაცვლოდ სოლიდურ თანხას გადაუხდიან.

"იოზილის თაობაზე უკვე არაერთი წინადადება მივიღეთ და ახლა განხილვის პროცესში ვართ. ახლა მსურველი კლუბებისგან კონკრეტულ შეთავაზებებს დაველოდებით, შემდეგ კი ყველაფერს მესუთთან ერთად ავწონ-დავწონით და ოპტიმალურ გადაწვეტილებასაც მივიღებთ", - ამბობს ალოფსი.

იოზილს "ვერდერთან" მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში იწურება და ბუნებრივია, ბრემენელებს მისი ახლავე გაყიდვა ურჩევნიათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული