13:35 08-12-2015
"აუგსბურგის" მეკარეს, რომელმაც პენალტის წინ გაზონი განგებ გააფუჭა, ჯარიმა გამოუწერეს [VIDEO]
AutoSharing Option
5 დეკემბერს ჩატარებულ შეხვედრაში ჰიტცმა, მას შემდეგ, რაც მის კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, ნიშნულთან გაზონი ფეხით განგებ "მოხნა". მეკარის ეშმაკობამ გაამართლა - "კიოლნის" ფეხბურთელ ანტონი მოდესტს ფეხი გაუცურდა და ბურთს უხეიროდ დაჰკრა, სტუმართა მეკარემ კი მისი მოგერიება შეძლო.
საბოლოოდ "კიოლნმა" ის თამაში 0:1 წააგო და კლუბის წევრებმა, გამწარებულ გულზე, სტუმართა მეკარეს მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვეს.
სხვათა შორის, მოგვიანებით მარვინ ჰიტცმა თქვა, რომ მის კარში პენალტი უსამართლოდ დაინიშნა და სწორედ ამიტომ მოიქცა ასე.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
თუ მართლა 122.92 ევროა და არა 122 ათასი, მაშინ ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებაა