რობერტ ლევანდოვსკის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული არაა

AutoSharing Option
პოპულარული გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალს" მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ფორვარდის, რობერტ ლევანდოვსკის შეძენა ძალიან გაუჭირდება.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული არ არის.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე მიუნხენელებმა ლევანდოვსკის 25 მილიონი გადაუხადეს იმისთვის, რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასულიყო მათთან. პოლონელი ფეხბურთელის აგენტს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩაწერა სურდა, მაგრამ "ბაიერნი" არ დათანხმდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული