ესპანელი სპეციალისტი კლუბს სეზონის დასრულებისას დატოვებს, მას კი კარლო ანჩელოტი ჩაანაცვლებს.
"გვარდიოლას მადლობელნი ვართ. იმედი მაქვს, მიმდინარე სეზონში მასთან ერთად რამდენიმე ტიტულს ვიზეიმებთ.
ანჩელოტი - ეს კიდევ ერთი წარმატებული მწვრთნელია, რომელიც "ბაიერნში" იმუშავებს. მასთან თანამშრობლობით ბედნიერნი ვართ", - თქვა რუმენიგემ.
კარლო ანჩელოტი მიუნხენელებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.