"ბაიერნი" არ აპირებს, ფეხბურთელები "მანჩესტერ სიტიში" გაყიდოს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე უარყოფს ხმებს, თითქოს გერმანული გუნდიდან "მანჩესტერ სიტიში" მიმავალ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას თან ფეხბურთელებიც გაჰყვებიან.

შეგახსენებთ, რომ ზამთარში გავრცელდა ცნობა, რომ გვარდიოლა კარიერას "სიტიში" გააგრძელებს, მის ნაცვლად "ბაიერნს" კი კარლო ანჩელოტი ჩაიბარებს.

"ძალიან გამიკვირდა, როდესაც "ბაიერნიდან" "მანჩესტერ სიტიში" ფეხბურთელთა შესაძლო გადასვლაზე შევიტყვე. ყოველ ფეხბურთელს აქვს კონტრაქტი, რომელსაც დაცვა სჭირდება.

"ბაიერნი" მუდმივად ცდილობს, ძლიერი გუნდი იყოს. ეს ჩვენი მიზანია. ჩვენ უკვე შევძელით, კონტრაქტთან დაკავშირებით შევთანხმებულიყავით ალაბასთან, რათა მომავალში რომელიმე ინგლისური კლუბი მასთან დაკავშირებით გიჟური წინადადებით არ
გამოვიდეს", - აქვეყნებს რუმენიგეს ნათქვამს Bild-ი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული