ბუნდესლიგა. XXVIII ტური: რიბერის მაკრატელა და მეტი არაფერი [VIDEO]

AutoSharing Option
როცა ხოსეპ გვარდიოლამ რობერტ ლევანდოვსკი მოედნიდან გაიყვანა, 27 წლის პოლონელმა გოლეადორმა ესპანელ მწვრთნელს ძალიან ცივად ჩაუარა - ფაქტობრივად, ზედაც არ შეუხედავს.

ეს იყო სცენა, რომელიც მთელი "ბაიერნის" განწყობას გამოხატავდა - მიუნხენელები "აინტრახტთან" მატჩის დროს (1:0) ცუდ ხასიათზე იყვნენ. ერთადერთი მართლაც კარგი მომენტი ამ შეხვედრაში ფრანკ რიბერის მაკრატელა გახლდათ, რომლითაც ფრანგმა ანგარიში მალევე გახსნა, მაგრამ ეს ძალიან ლამაზი გოლი ერთადერთი გამოდგა.

თუმცა თავად გვარდიოლა მატჩის შემდეგ ამბობდა, მთავარია, რომ მოვიგეთ, ის კი ფაქტია, რომ ბიჭები უკვე ჩემპიონთა ლიგაზე და "ბენფიკასთან" მატჩზე
ფიქრობდნენო - "ბაიერნი" ლისაბონურ კლუბს ხვალ ეთამაშება.

"სწორად გამიგეთ, ფეხბურთს მეც ვთამაშობდი და კარგად ვიცი, რამდენად რთულია ის, რომ არ იფიქრო მომდევნო მატჩზე, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია.

დღეს ზოგიერთ ჩემს ფეხბურთელს სწორედ ეს პრობლემა ჰქონდა. სრულად კონცენტრირებულები არ იყვნენ და ფაქტობრივად, მხოლოდ კლასის ხარჯზე მოვიგეთ. და მთავარიც ის არის, რომ მოვიგეთ. არადა, მთელი კვირა ვცდილობდი, რომ ბიჭებისთვის "ბენფიკასთან" მატჩი დროებით დამევიწყებინა", - აღნიშნა პეპმა.

ფაქტია, რომ გვარდიოლას ეს არ გამოუვიდა. ფრანკფურტელები დაცვაში მედგრად იდგნენ, ბავარიელებს კი შემართება და იდეები აკლდათ. "ეს ნამდვილად არ იყო საინტერესო შეხვედრა მაყურებლებისთვის. ყველა მიხვდებოდა, რომ ჩვენ უკვე "ბენფიკასთან" მატჩზე ვფიქრობდით. დარწმუნებული ვარ, რომ სამშაბათს გაცილებით უკეთ ვითამაშებთ", - ეს თავად ლევანდოვსკის სიტყვებია.

კარლ-ჰაინც რუმენიგე ("ბაიერნის" შეფი): "არაფერი მიკვირს, რადგან სანაკრებო პაუზის შემდეგ ყოველთვის ასეა ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ისიც დაემატა, რომ წინ უაღრესად მნიშვნელოვანი თამაში გველის "ბენფიკასთან". ლისაბონელებთან ასე თამაშით ვერ გავფრინდებით, მაგრამ მჯერა, რომ სამშაბათს სულ სხვა "ბაიერნს" ვიხილავთ. ისე კი, მინდა გითხრათ, რომ ეს იმაზე გაცილებით რთული მატჩი იქნება, ვიდრე ზოგ-ზოგიერთს წარმოუდგენია!”

აი, "აინტრახტთან" კი მინიმალური დანახარჯითაც მოხერხდა სამი ქულის აღება - რეკორდმაისტერმა ზედიზედ მერვედ მოუგო ფრანკფურტულ კლუბს ისე, რომ კარი მშრალად შეინახა. ბუნდესლიგის დუელების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. კარგი იყო მარიო გიოტცე, რომელსაც იტალიასთან ამხანაგურმა მატჩმა (გოლი და საგოლე პასი) "ფრთები შეასხა".

მანამდე გიოტცე ბუნდესლიგაში კარგად არ გამოიყურებოდა, მაგრამ იტალიასთან ძალიან კარგად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატშიც თავისებურად შეუბერა და ფანებს ძველი "გიოტცინიო" გაახსენა. თავად განსაჯეთ: სწორედ მარიომ მისცა საგოლე პასი რიბერის და ჯამში 8 სახიფათო კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. პლუს, სანამ გიოტცეს შეცვლიდნენ, სწორედ მარიო დარბოდა ყველაზე მეტს (11 კმ).

ბოლო დროს გავრცელებულ ხმებზე იმის შესახებ, რომ დიდი შანსია, გიოტცე ისევ დორტმუნდის "ბორუსიაში" დაბრუნდეს, მარიომ "აინტრახტთან" მატჩის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: "ამაზე არ ვფიქრობ. ჩემთვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჯანმრთელად ვიყო - წინ ევროპის ჩემპიონატია".

"დღეს გიოტცემ მართლაც კარგად ითამაშა. მოედნის ცენტრში ორი-სამი მართლაც გადასარევი რამ გააკეთა. მარიო ძალიან გვჭირდება. იმედი მაქვს, რომ ის მომდევნო სეზონშიც მიუნხენში ითამაშებს", - აღნიშნა გვარდიოლამ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სპექტაკლი დორტმუნდში
"დორტმუნდისა" და "ვერდერის" მატჩის შემდეგ, რომელიც "ბორუსიამ" 3:2 მოიგო, დორტმუნდელთა არენაზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი აჟღერდა: საქმე ისაა, რომ სწორედ ამ მატჩით გადაწყდა, რომ "ბორუსია" მომდევნო სეზონში აუცილებლად ითამაშებს ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში.

თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ დორტმუნდელებს "ვერდერთან" მოგება ძალიან გაუჭირდათ და მაგრად ინერვიულეს. თავად განსაჯეთ, 77-ე წუთზე დორტმუნდელები ბრემენელებთან 1:2-ს აგებდნენ და საფინალო სასტვენამდე 13 წუთზე ოდნავ მეტიღა რჩებოდა. სწორედ მაშინ განრისხდა "ბორუსიას" თავკაცი თომას ტუხელი და შეგირდებს მაგრად შემოუძახა.

დორტმუნდელებმაც სრული დატვირთვით შეუტიეს და ორი გოლის გატანა მაინც მოახერხეს - გამარჯვების გოლი ადრიან რამოსის ანგარიშზეა.

ამრიგად, "ბორუსია" ლივერპულთან და იურგენ კლოპთან დუელის წინ შესანიშნავ განწყობაზეა. მართალია, მთელი ერთი საათის განმავლობაში დორტმუნდელები ბრემენელებს ვერაფერს უხერხებდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც მოახერხეს გამარჯვება და მთავარიც ესაა.

აღსანიშნავია, რომ "ვერდერმა" დორტმუნდში ზედიზედ მეცხრედ წააგო. აქვე ისიც ვთქვათ, რომ დორტმუნდელი გულშემატკივრები ამ შეხვედრაში მარიო გიოტცეს საკითხს გამოეხმაურნენ. როგორც იცით, გერმანულ მედიაში აქტიურად მუსირებს მოსაზრება, რომ გიოტცე "ბაიერნიდან" ისევ "ბორუსიაში" დაბრუნდება. დორტმუნდელმა ქომაგებმა კი, "ვერდერთან" მატჩის დროს დიდი ბანერი გადმოფინეს, რომელზეც ეწერა:

"გინდა მილანში წადი და გინდა მადრიდში, მთავარია, დორტმუნდში არ ჩამოხვიდე - გიოტცე, დაახვიე!"

პრინციპში, ასეთივე კომენტარი გააკეთა "დორტმუნდის" ბოსმა ვატცკემ, ოღონდ გაცილებით დიპლომატიურად: "შექმნილი ვითარების და გარკვეული მიზეზების გამო ეს თემა ჩვენთვის ნამდვილად არ არის აქტუალური. ისე კი, "ბორუსიას" კარი ღიაა ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, რომელსაც ჩვენი გუნდის წინაშე დამსახურებები მიუძღვის".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXVIII ტური
1-ლი აპრილი
ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 3:0
გოლები: 1:0 ბრანდტი (27), 2:0 ჩიჩარიტო (73), 3:0 იურჩენკო (87)
ლევერკუზენი: ლენო - იედვაი, თაა, რამალიო, ვენდელი - ლ. ბენდერი (61. ჩიჩარიტო), კრამერი - ბელარაბი, ბრანდტი - ჩალჰანოღლუ (64. იურჩენკო) - კისლინგი (89. არაგისი).
ვოლფსბურგი: ბენალიო - ტრეში (46. ბრუნო ენრიკე), კნოხე (82. ასკუესი), დანტე, რ. როდრიგესი - გილავოგი, არნოლდი - ვიეირინია, დრაქსლერი, შიურლე - კრუზე (63. მ. შეფერი).
გაფრთხილება: დანტე, დრაქსლერი, არნოლდი, შიურლე,
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 12(5)-10(5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 30 000

2 აპრილი
ბაიერნი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 რიბერი (20)
ბაიერნი: ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ალაბა, ბერნატი - ჩაბი ალონსო - თ. მიულერი, გიოტცე (85. ვიდალი), ტიაგო ალკანტარა, რიბერი - ლევანდოვსკი (71. დუგლას კოშტა).
აინტრახტი: ჰრადეცკი - ჩანდლერი, სამბრანო, აბრაამი, ოჩიპკა - ჯაპკა - აიგნერი, ჰასებე, ჰუსტი (48. შტენდერა), ბენ-ჰატირა (64. კიტელი) - სეფეროვიჩი (58. კასტაინოსი).
გაფრთხილება: ლევანდოვსკი, გიოტცე - აბრაამი, ბენ-ჰატირა, ჩანდლერი, შტენდერა, ჰასებე, კასტაინოსი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 16-16; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 21(10)-4(0); ბურთის ფლობა: 69%-31%.
მაყურებელი: 75 000

ჰანოვერი-ჰამბურგი 0:3
გოლები: 0:1 კლებერი (61), 0:2 ილიჩევიჩი (73), 0:3 ნ. მიულერი (75)
ჰანოვერი: ცილერი - ჰ. საკაი, მილოშევიჩი, კ. შულცი, ზორგი - გიულზელამი (71. ბეხი), ფოსუმი, პრიბი - კიოტაკე - სალაი, უგო ალმეიდა.
ჰამბურგი: ადლერი - დიკმაიერი, კლებერი, სპაჰიჩი, გ. საკაი - ეკდალი, ჰოლტბი (46. ჰოლტბი) - ნ. მიულერი (86. ლასოგა), ჰანტი (69. გრეგორიჩი), ილიჩევიჩი - შიპლოკი.
გაფრთხილება: სალაი - ილიჩევიჩი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 16(8)-9(4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 49 000

მაინცი-აუგსბურგი 4:2
გოლები: 0:1 კაიუბი (9), 1:1 კლემენსი (13), 2:1 დე ბლასისი (24), 2:2 კოო (40), 3:2 დე ბლასისი (53), 4:2 კლემენსი (76)
მაინცი: კარიუსი - ბროზინსკი, ბელი, ჰაკი, ბუსმანი - ფ. ფრაი (74. ბაუმგარტლინგერი), ლატცა - კლემენსი (87. მორიტცი), მალი (79. ონისივო), დე ბლასისი - კორდობა.
აუგსბურგი: ჰიტცი - ფოილნერი, ჰონგი, კლავანი, მაქსი (69. სტაფილიდისი) - კორი (66. ესვაინი), ბაიერი - კოო, ბობადილია (84. ჰალილ ალთინთოფი), კაიუბი - ფინბოგასონი.
გაფრთხილება: ბუსმანი - ფოილნერი, კოო
კუთხური: 4-3; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 19(7)-14(5); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 30 000

ინგოლშტადტი-შალკე 3:0
გოლები: 1:0 ჰარტმანი (29-პენ), 2:0 ჰინტერზეერი (45+2), 3:0 ლესკანო (65)
ინგოლშტადტი: იოზჩანი - და კოშტა, ბრეგერიე, მ. მატიპი, ბაუერი - როჯერი - პ. გროსი, კრისტიანსენი - ჰინტერზეერი (88. მულტჰაუპი), ლესკანო (79. კოენი), ჰარტმანი (64. ლეკიე).
შალკე: ფერმანი - ჟუნიორ კაისარა, მატიპი, ნოიშტედტერი, აოგო - გაისი, გორეტცკა (62. შიოპფი) - ლ. სანე, მ. მაიერი, დი სანტო (74. ჰუნტელაარი) - ჩუპო-მოტინგი (62. ბელჰანდა).
გაფრთხილება: პ. გროსი - მ. მაიერი, ჟუნიორ კაისარა, ლ. სანე, ნოიშტედტერი, მატიპი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 12-23; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 12(4)-9(2); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 15 200

დარმშტადტი-შტუტგარტი 2:2
გოლები: 1:0 ვაგნერი (26), 1:1 გენტნერი (45), 1:2 რუპი (45+3), 2:2 ნიმაიერი (52)
დარმშტადტი: მათენია - იუნგვირთი, სულუ, რაიკოვიჩი, კალდიროლა - ნიმაიერი, გონდორფი - ჰელერი, ვრანჩიჩი (92. პლატე), რაუში - ვაგნერი.
შტუტგარტი: ტიტონი - შვააბი, სუნჯიჩი (21. კლაინი), ბაუმგარტლი, ინსუა - სერე დიე - რუპი (87. ვერნერი), გენტნერი, დიდავი (72. ჰარნიკი), კოსტიჩი - კრავეცი.
გაფრთხილება: ნიმაიერი, იუნგვირთი, რაუში, ჰელერი - კლაინი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15(6)-9(3); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 17 000

დორტმუნდი-ვერდერი 3:2
გოლები: 1:0 ობამეიანგი (53), 1:1 გალვესი (69), 1:2 იუნუზოვიჩი (75), 2:2 კაგავა (77), 3:2 რამოსი (82)
დორტმუნდი: ბიურკი - დურმი (74. კაგავა), პიჟჩეკი, გინტერი, ს. ბენდერი, შმელცერი (80. რამოსი) - ვაიგლი, კასტრო - მხითარიანი, როისი (80. პულიშიჩი) - ობამეიანგი.
ვერდერი: ვიდვალდი - გებრე სელასიე, გალვესი, ვესტერგაარდი, ს. გარსია (65. იოზთუნალი), შტერნბერგი - იატაბარე (85. ლორენცენი), ფრიტცი, გრილიჩი - იუნუზოვიჩი - უჯა (86. ფრიოდე).
გაფრთხილება: კასტრო - გარსია, იატაბარე, გალვესი
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 13-6; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 23(8)-9(3); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 81 359

გლადბახი-ჰერტა 5:0
გოლები: 1:0 აზარი (14), 2:0 ჰანი (60), 3:0 ჰერმანი (76), 4:0 აზარი (80), 5:0 ტრაორე (85)
გლადბახი: ზიპელი, ელვედი, ა. კრისტენსენი, ნორდტვეიტი, ჯონსონი, დაუდი (81. იანტჩკე), ჯაკა, ვენდტი, შტინდლი, ჰანი (66. ჰერმანი), აზარი (83. ტრაორე).
ჰერტა: იარშტეინი, ვაიზერი, შტარკი, ლუშტენბერგერი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, დარიდა (63. ბაუმიოჰანი), ჰარაგუჩი (81. შტოკერი), ჩიგერჩი (46. ჰეგელერი), კალუ, იბიშევიჩი.
გაფრთხილება: ჰანი - კალუ, ვაიზერი
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 14-10; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17(8)-7(2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 53 114

ჰოფენჰაიმი-კიოლნი 1:1
გოლები: 0:1 ცოლერი (69), 1:1 ფოლანდი (90+1)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, შტრიობლი, ზიულე, ბიჩაკჩიჩი, კადერჟაბეკი (79. შმიდი), ტოლიანი, რუდი, ამირი (57.ოხსი), უტი (57. ე. ვარგასი), ფოლანდი, კრამარიჩი.
კიოლნი: ჰორნი, რისე, მაროჰი, ჰაინტცი, ჰექტორი, ლემანი, ფოგტი (85. ჰარტელი), ცოლერი (76. კლიუნტერი), ბიტენკურტი (90. ოლკოვსკი), გერჰარდტი, მოდესტე.
გაფრთხილება: ამირი, რუდი - ცოლერი
კუთხური: 4-8 ჯარიმა: 11-11 თამაშგარე: 0-5 კარში დარტყმა: 15(5)-9(1) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 30 150

ბომბარდირები: 25 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 23 - ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - მიულერი (ბაიერნი); 15 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 13 - კალუ (ჰერტა), რაფაელი (გლადბახი).

მომდევნო ტური
8 აპრილი:
ჰერტა-ჰანოვერი

9 აპრილი:
ჰამბურგი-დარმშტადტი, შტუტგარტი-ბაიერნი, ვერდერი-აუგსბურგი, აინტრახტი-ჰოფენჰაიმი, ინგოლშტადტი-გლადბახი, ვოლფსბურგი-მაინცი

10 აპრილი:
შალკე-დორტმუნდი, კიოლნი-ლევერკუზენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული