* "დორტმუნდმა" ახალი რეკორდი დაამყარა - გუნდი ჩემპიონატის საშინაო მატჩში უკვე 25 ტურია, არ აგებს.
* ჯოშუა კიმიხმა (ბაიერნი) კარიერაში პირველად გაიტანა ზედიზედ სამ ტურში.
რამდენჯერ შეიძლება მისცეს "ბაიერნმა" თავს იმის უფლება, რომ ქულები დაკარგოს? პირველი ხუთი თამაშის მოგების შემდეგ, რეკორდმაისტერმა ზედიზედ ორი ფრე ითამაშა, თანაც, "კიოლნთან" (1:1) და "აინტრახტთან" (2:2). ბავარიელებმა ლიდერობა კი შეინარჩუნეს, მაგრამ უახლოესი მდევრები სათოფეზეც მიუშვეს.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "ბაიერნის" უახლოესი მდევრებიდან
7 ტური ცოტა აღარ არის და 7 ტურის შემდეგ მეორე და მესამე ადგილებს "კიოლნი" და "ლაიპციგი" იყოფენ, რასაც სეზონის წინ ნაღდად ვერავინ წარმოიდგენდა. თამამად უნდა ითქვას, რომ ამ ორივე გუნდის წარმატებები აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან "კიოლნიცა" და "ლაიპციგიც" გამართულ, სწორ და პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობენ. ორივე გუნდი თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებს და ეს უფასდებათ კიდეც.
"კიოლნი" უაღრესად შეთამაშებული და შეწყობილი გუნდია. მართალია, "თხებს" არ ჰყავთ ვარსკვლავები, მაგრამ ვინც ჰყავთ, ყველა მაქსიმუმს ახერხებს - განსაკუთრებით კი თავდამსხმელი ანტონი მოდესტე, რომელსაც 7 ტურის შემდეგ 7 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.
28 წლის მოდესტე ამ სეზონში ისეთ გოლეადორებს ჯობნის, როგორებიც რობერტ ლევანდოვსკი და პიერ-ემერიკ ობამეიანგი არიან. რაც მთავარია, მოდესტე არასდროს იღებს ტრავმას - 2015 წლის შემდეგ, როცა "კიოლნში" გადავიდა, ის ერთხელაც არ დაშავებულა. გარდა ამისა, "კიოლნის" სერიოზული პლუსია ისიც, რომ ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფეხბურთელები ერთმანეთში ძალიან მეგობრობენ.
რაც შეეხება "ლაიპციგს": არც ამ დებიუტანტი კლუბის წარმატებებია შემთხვევითი ან არალოგიკური. მართალია, "ხარებსაც" არ ჰყავთ სუპერ-მოთამაშეები, მაგრამ ფული ნამდვილად არ უჭირთ და ზაფხულში ისეთი პერსპექტიული მოთამაშეები შეიძინეს, როგორებიც არიან პოულსენი და ბურკი.
შესანიშნავად თამაშობენ ზაბიტცერი, ვერნერი და ფორსბერგიც. გუშინ "ლაიპციგმა" "ვოლფსბურგიდან" შეძლო სამი ქულის წაღება, მანამდე კი "ჰამბურგი", "აუგსბურგი" და თვით "დორტმუნდიც" დაამარცხა. "ლაიპციგი", ისევე, როგორც "კიოლნი", "ჰოფენჰაიმი" და "ბაიერნი", ჯერ კიდევ დაუმარცხებელია!
მეოთხე ადგილზე კი, ასევე ბევრისთვის მოულოდნელად, "ბერლინის" "ჰერტაა" მოკალათებული. დედაქალაქელთა უმთავრესი პლუსი, მონდომებასთან ერთად, ტაქტიკური მოქნილობაა.
"ჰერტა" აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ ტაქტიკურ სქემაზე და ფაქტია, რომ მთავარი მწვრთნელი პალ დარდაი ძალიან კარგად მუშაობს. ჰარაგუჩის (მარცხნივ), ვაიზერისა და ესვაინის (მარჯვნივ) სახით, ბერლინელებს ძირითად შემადგენლობაში ძალიან სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ და უნდა აღინიშნოს, რომ წელს "ჰერტა" გაცილებით სწრაფი გუნდია, ვიდრე შარშან იყო.
სატურნირო ცხრილში "ბაიერნთან" ყველაზე ახლოს ყოფნას, რა თქმა უნდა, დორტმუნდის "ბორუსიასგან" ველით, მაგრამ 7 ტურის შემდეგ თომას ტუხელის შეგირდები მე-5 ადგილზე არიან.
დორტმუნდელებმა ვერ გამოიყენეს "ბაიერნის" ზედიზედ ორჯერ წაფორხილება. თუკი "ბაიერნმა" 7 ტურში მხოლოდ 4 ქულა დაკარგა (ორი ფრე), "დორტმუნდმა" ქარს უკვე 8 ქულა გაატანა (ორი მარცხი, ერთი ფრე). თუმცა დორტმუნდელებს ჯერ მაინც ეპატიებათ ასეთი არასტაბილურობა, რადგან ტუხელს 11 ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული და როცა ისინი დაბრუნდებიან, წესით, "ბორუსია" ძველებურად სტაბილური უნდა გახდეს.
გარდა ამისა, "დორტმუნდმა" ზაფხულში 8 ახალი მოთამაშე შეიძინა და ცხადია, გუნდს შეთამაშებისთვის დრო სჭირდება. "ბაიერნიდან" დაბრუნებული მარიო გიოტცე ნელ-ნელა ფორმაში შედის და "დორტმუნდის" გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან თავიანთი მთავარი მარგალიტის, მარკო როისის დაბრუნებას.
VII ტური
დორტმუნდი-ჰერტა 1:1
გოლები: 0:1 შტოკერი (51), 1:1 ობამეიანგი (80)
დორტმუნდი (3-4-3): ბიურკი - პასლაკი, გინტერი, მერინო - პულიშიჩი, ვაიგლი, როდე (60. კაგავა), შმელცერი (71. პარკი) - გიოტცე (60. დემბელე), ობამეიანგი, მორი.
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - ვაიზერი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - სკიელბრედი (78. ალანი), შტარკი - ესვაინი (93. მიტელშტედტი), შტოკერი, ჰარაგუჩი - იბიშევიჩი (81. ალაგუი).
გამოუყენებელი პენალტი: ობამეიანგი (77)
გაძევება: მორი (84) - შტოკერი (90)
გაფრთხილება: 1-5; კუთხური: 5-0; ჯარიმა: 13-22; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15(6)-9(2); ბურთის ფლობა: 75%-25%; მაყურებელი: 80 800
გლადბახი-ჰამბურგი 0:0
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - კორბი, ა. კრისტენსენი, ელვედი - ჰერმანი (46. ტრაორე), კრამერი, დაჰუდი (85. ჰოფმანი), ვენდტი - შტინდლი - ჰანი. ფ. ჯონსონი (87. ვესტერგაარდი).
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, კლებერი, სპაჰიჩი, დუგლას სანტოსი - ეკდალი, ჰოლტბი - ნ. მიულერი, ჰანტი (80. იუნგი), კოსტიჩი (74. ვუდი) - ლასოგა (63. გ. საკაი).
გამოუყენებელი პენალტი: ჰანი (26), შტინდლი (61)
გაძევება: კლებერი (25).
გაფრთხილება: 2-4; კუთხური: 10-3; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 22(4)-5(0); ბურთის ფლობა: 76%-24%; მაყურებელი: 53 636
კიოლნი-ინგოლშტადტი 2:1
გოლები: 1:0 მოდესტე (28), 2:0 მოდესტე (39-პენ), 2:1 ჰინტერზეერი (90-პენ)
კიოლნი (4-2-2-2): ჰორნი - სიორენსენი, მავრაი, ჰაინტცი, ჰექტორი - ჰიოგერი (86. იოზჩანი), მ. ლემანი - რისსე, რაუში (72. ბიტენკური) - მოდესტე, ოსაკო (75. რუდნევსი).
ინგოლშტადტი (4-1-4-1): ნილანდი - ლეველსი, მ. მატიპი, ტისერანდი, ზუტნერი - როჯერი (66. ლესკანო) - ლექსი (58. ლეკიე), პ. გროსი, კოენი, ჰარტმანი (75. მორალესი) - ჰინტერზეერი.
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 5-3; ჯარიმა: 27-24; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15(3)-9(1); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 49 200
აუგსბურგი-შალკე 1:1
გოლები: 0:1 ბენტალები (65), 1:1 ბაიერი (77)
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, იანკერი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი - კაჩარი (87. კორი), ბაიერი (91. მორავეკი) - კოო, ჰალილ ალთინთოფი (93. რიდერი), შმიდი - ჟი.
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი, ბაბა - გაისი (85. მ. მაიერი), ბენტალები - შიოპფი (61. კონოპლიანკა), გორეტცკა, ჩუპო-მოტინგი - ემბოლო (24. ჰუნტელაარი).
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 11(5)-12(3); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 30 660
ჰოფენჰაიმი-ფრაიბურგი 2:1
გოლები: 1:0 ვაგნერი (34), 1:1 ნიდერლეხნერი (78), 2:1 კრამარიჩი (81-პენ)
ჰოფენჰაიმი (3-5-2): ბაუმანი - ზიულე, ფოგტი, ბ. ჰიუბნერი (82. ბიჩაქჩიჩი) - ტოლიანი, რუდი, დებირბაი (77. ამირი), რუპი (74. პოლანსკი), კადერაბეკი - ვაგნერი, კრამარიჩი.
ფრაიბურგი (3-4-3): შვოლოვი - ჰიოფლერი, ტორეხონი, სოიუნჩუ - იგნიოვსკი (46. ნიდერლეხნერი), ფრანტცი (77. ჰაბარერი), მეფერტი (58. პეტერსენი), გიუნტერი - ო. ბულუთი, ფილიპი, გრიფო.
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 8-5; ჯარიმა: 18-15; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 14(4)-13(6); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 28 540
აინტრახტი-ბაიერნი 2:2
გოლები: 0:1 რობენი (10), 1:1 ჰუსტი (43), 1:2 კიმიხი (62), 2:2 ფაბიანი (78)
აინტრახტი (3-4-3): ჰრადეცკი - მ. ჰექტორი (70. ტარაშაი), აბრაამი, ვალეხო - ჩენდლერი, ჰუსტი, მასკარელი, ოჩიპკა - ფაბიანი, ა. მაიერი (77. ჰრგოტა), რებიჩი (67. ჰასებე).
ბაიერნი (4-1-2-3): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო (46. რენატო სანჩესი) - კიმიხი, ტიაგო ალკანტარა - რობენი (76. რაფინია), თ. მიულერი, კომანი (67. ლევანდოვსკი).
გაძევება: ჰუსტი (65. აინტრახტი)
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 2-6; ჯარიმა: 18-11; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 13(4)-14(5); ბურთის ფლობა: 37%-63%; მაყურებელი: 49 500
ვერდერი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 იუნუზოვიჩი (13), 1:1 ჩალჰანოღლუ (27), 2:1 მანე (59)
ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, სანე, მოისანდერი, ს. გარსია - გრილიჩი - ჰაიროვიჩი (83. ბაუერი), ფრიტცი (68. უ. გარსია), იუნუზოვიჩი, გნარბი (45. ბარტელსი) - მანე.
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰენრიხსი, თაა, თოფრაქი, ვენდელი - არაგუნისი (83. ჰავერტცი), კამპლი - ბრანდტი (72. კისლინგი), ფოლანდი (57. მეჰმედი), ჩალჰანოღლუ - ჩიჩარიტო.
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 0-2; ჯარიმა: 10-15; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11(5)-13(6); ბურთის ფლობა: 33%-67%; მაყურებელი: 41 000
მაინცი-დარმშტადტი 2:1
გოლები: 1:0 დე ბლასისი (5), 2:0 მალი (57-პენ), 2:1 გონდორფი (93-პენ)
მაინცი (4-2-3-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, ჰაკი, ბუსმანი - გბამინი, ბროზინსკი - იოზთუნალი (73. ონისივო), მალი (83. სერდარი), დე ბლასისი (90. ბუნგერტი) - კორდობა.
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - ჰიონი (79. სირიგუ), მილოშევიჩი, ზულუ, ჰოლანდი - იუნგვირთი, გონდორფი - ჰელერი (60. ბენ-ჰატირა), კლაინჰაისლერი, ბეჟიაკი (60. შიპლოკი) - ჩოლაკი.
45-ე წუთზე ჩოლაკმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)
გაფრთხილება: 3-1; კუთხური: 7-7; ჯარიმა: 19-19; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 13(5)-12(4); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 29 987
ვოლფსბურგი-ლაიპციგი 0:1
გოლი: 0:1 ფორსბერგი (70)
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ტრეში, ბრუმა, კნოხე, როდრიგესი - სეგუინი (60. ბრუნო ენრიკე), ლუის გუსტავო (77. მაიორალი) - ვიეირინია (63. ბრეკალო), არნოლდი, დრაქსლერი - გომესი.
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაჩი - ბერნარდო, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - ილსანკერი, დემე - ზაბიტცერი (15. დ. კაიზერი), ფორსბერგი (87. კეიტა) - ვერნერი, პოულსენი (80. ბურკი).
მე-18 წუთზე ფორსბერგმა ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 7-4; ჯარიმა: 21-18; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 10(2)-13(6); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 30 000
ბომბარდირები:
7 ანტონი მოდესტე (კიოლნი)
6 პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი)
5 ხავიერ ერნანდესი (ლევერკუზენი)
ვედად იბიშევიჩი (ჰერტა)
რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)
მომდევნო ტური
21 ოქტომბერი:
ჰამბურგი-აინტრახტი;
22 ოქტომბერი:
ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი, ჰერტა-კიოლნი, ინგოლშტადტი-დორტმუნდი, დარმშტადტი-ვოლფსბურგი, ფრაიბურგი-აუგსბურგი, ბაიერნი-გლადბახი;
23 ოქტომბერი:
ლაიპციგი-ვერდერი, შალკე-მაინცი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"