ბაიერნი-შალკე 0:1
ბაიერნი (4-2-3-1): კრაფტი - ლამი, ტიმოშჩუკი (59. კროოსი), ბრენო, პრანიჩი - ლუის გუსტავო (82. ვან ბუიტენი), შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი (77. კლოზე), რიბერი - გომესი.
შალკე (4-3-1-2): ნოიერი - უჩიდა, ჰიოვედესი, მეტცელდერი, შარპეი (82. შმიტცი) - კლუგე, მატიპი, ანანი (89. პაპადოპულოსი) - ხურადო (61. დრაქსლერი) - რაული, ფარფანი.
გოლი: 0:1 რაული (15)
გაფრთხილება: რობენი, ლამი - უჩიდა, ანანი
მაყურებელი: 69 000
მიუნხენის "ბაიერნს" ასეთი რამ ბოლოს ათი წლის წინ დაემართა - ზედიზედ ორი საშინაო თამაშის წაგებას ვგულისხმობთ. დორტმუნდის
მიუნხენურ გრანდს ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისში, კერძოდ მე-15 წუთზე რაულმა გაუტანა. ვეტერანი ესპანელის გოლის შემდეგ, "ბაიერნი" ბევრს უტევდა, მაგრამ ძალიან ერთფეროვნად - ვან გაალის გუნდის ყველა შეტევა გამოცნობადი იყო (ყოველ შემთხვევაში, ფელიქს მაგათის შეგირდებისთვის). ამრიგად, "შალკემ" გერმანიის თასის ნახევარფინალში შარშან განცდილი მარცხისთვის შური იძია და გელზენკირხენულ კლუბს ტიტულამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა.
და რაკი ფინალში "შალკეს" მეტოქე მეორებუნდესლიგელი "დუისბურგი" იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგათის გუნდი ბერლინში 21 მაისს გასამართი ფინალის ტოპ-ფავორიტია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თასის მოგებით "შალკე" ევროპის ლიგის საგზურს მოიპოვებს. შეგახსენებთ, გელზენკირხენელებს ბუნდესლიგის ცხრილის ხუთეულში მოხვედრის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვთ და მათთვის ევროპაში გასვლის ერთადერთი შანსი გერმანიის თასის მოგებაა.