სერ ალექს ფერგიუსონი რიო ფერდინანდს შაბათამდე აცლის და მერე გადაწყვეტს ათამაშოს თუ არა კვირას „ლივერპულის“ წინააღმდეგ. გაზეთებისთვის ცნობილი გახდა, რომ ფერგიუსონს დიდი იმედი აქვს, რათა ვეტერან მცველს მოედანზე დააბრუნებს, თუმც საჯაროდ გამოაცხადა, რომ მერსისაიდელების წინააღმდეგ მისი თამაში გამორიცხულია. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში სერ ალექსმა თქვა:
„რიო ვერ ითამაშებს. მის ადგილს ვეს ბრაუნი დაიკავებს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს“.
მეორე მხრივ, ფერდინანდმა, რომელმაც ბოლო ექვსი თამაში გამოსტოვა, ოთხშაბათს „ქერინგტონის“ საწვრთნელ ცენტრში უკვე ივარჯიშა. ივარჯიშა კოჭნატკენმა ჯონი ევანსმაც, მაგრამ ჯერ მისი ჯანმრთელობის
თუკი შეატყობს, რომ ფერდინანდის თამაში რისკთან არის დაკავშირებული, ფერგიუსონი, რასაკვირველია, არ გარისკავს, მაგრამ მაშინ დაცვის ცენტში პრობლემები გაუჩნდება — სამშაბათს, „ჩელსისთან“ შეხვედრაში ნემანია ვიდიჩი გააგდეს და ის „ლივერპულთან“ ვერ ითამაშებს. ამრიგად, თუკი მოედანზე ვერც ფერდინანდი გავა და ვერც ევანსი, მაშინ არის კიდევ ერთი ვარიანტი: კრის სმოლინგის გვერდით დაცვის ცენტრში ჯონ ო’ში შევა, ფრთაზე კი რაფაელი დადგება.