სად დავსხდეთ?

AutoSharing Option

უელსის ფეხბურთის ასოციაციას დიდი ბოდიშის მოხდა დასჭირდა. საქმე ის არის, რომ 26 მარტს, კარდიფში, უელსის ეროვნული გუნდი ევრო2012-ის შესარჩევ მატჩში ინგლისს უნდა დაუპირისპირდეს და ამ შეხვედრაზე დასწრება ძალიან ბევრ ადამიანს სურს. არეულობაც, როგორც ჩანს, სწორედ გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა: უელსელებს ინგლისელი ფანებისთვის მიყიდული 951 ბილეთის დაბრუნება უწევთ. ნაწილ ბილეთებისა უელსელ გულშემატკივრებსაც ჩამოერთმევათ. მიზეზი: ადგილები, რომლებიც ამ ბილეთებზეა მითითებული „მილენიუმის“ ტრიბუნებზე არ არსებობს.

აღსანიშნავია, რომ უელსისა და ინგლისის ნაკრებთა შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის გაყიდვას სულ ოთხი საათი დასჭირდა.
უელსის ფეხბურთის ასოციაციის აღმასერულებელი

შეფი ჯონათან ფორდი: „სამწუხაროდ, იძულებული ვარ ვაღიარო, რომ ჩვენ გაყიდული ბილეთების რაოდენობა უნდა შევამციროთ და გულშემატკივართა ერთ ნაწილს მათი დაბრუნება ვთხოვოთ. მთელი ჩვენი ასოციაციის სახელით ფანებს დიდ ბოდიშს ვუხდით. ყველაფერი დიდმა არეულობამ და საორგანიზაციო შეცდომამ განაპირობა“. 

არსენი იუნაიტედს უმიზნებს

„არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ კონკურენცია მარტო პრემიერლიგით არ შემოიფარგლება. მას მერე, რაც „არსენალმა“ ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ლეიტონ ორიენტს“, გადათამაშებაში, 5:0 მოუგო, მეოთხედფინალში სწორედ „მეთოფეები“ და მანჩესტერელები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ჩრდილოლონდონელთა თავკაცმა არსენ ვენგერმა თქვა:
„ჩვენ ყველა ფრონტზე გამარჯვების შანსი გვაქვს. სხვებზე არ გახლავართ დამოკიდებული. მთავარის საკუთარი თამაშები მოვიგოთ და ყველაფერს მივაღწევთ“.

ვენგერს დიდი საქმე „ჩელსიმ“ გაუკეთა — სამშაბათს „ლურჯებმა“ „იუნაიტედს“ გადადებული შეხვედრა მოუგეს. დღეს „არსენალს“ მანჩესტერელებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ და თუ დავუშვებთ, რომ ისინი ამ თამაშსაც მოიგებენ და 1 მაისს სერ ალექს ფერგიუსონის გუნდსაც დაამარცხებენ, კონკურენტს გადაასწრებენ. ეს რასაკვირველია, თეორიული გათვლაა, სინამდვილეში კი ყველაფერი შეიძლება სულ სხვანაირად განვითარდეს, მაგრამ რაც არის ფაქტია. ვენგერმა დასძინა:

„ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რადგან პრემიერლიგის ჩემპიონობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შეხვედრა „მანჩესტერ იუნაიტედთან“. ეს თამაში ჩვენთან, „ემირეიტ სთედიუმზე“ გაიმართება და ვნახავთ, მის მერე რომელ პოზიციაზე ვიქნებით. ამ მატჩს იმედით ველოდებით, რადგან მიმდინარე სეზონში შინ სტაბილურად ვთამაშობთ. რასაკვირველია, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ტიტულისთვის ბრძოლაში „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ ჩაერიონ“.

თუმცა, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „არსენალისა“ და „იუნაიტედის“ გზები მხოლოდ პრემიერლიგაში არ იკვეთება. 12 მარტს გუნდები ფეხბურთის ასოციაციის თასზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ეს შეხვედრა „ოლდ ტრეფორდზე“ გაიმართება.
„პირველი შეხვედრა „ლეიტონ ორიენტთან“ ფრედ ვითამაშეთ და ამის უპასუხოდ დატოვება არაფრით შეიძლებოდა. საპასუხო მეტჩში დამაჯერებლად უნდა მოგვეგო და ნიკლას ბენდტნერის ჰეთ-თრიკისა და მოურან შამახისა და გაელ კლიშის გოლების წყალობით ასეც მოვიქეცით“ — თქვა ვენგერმა.

სმოლინგმა პენალტი აიკიდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალურმა მცველმა კრის სმოლინგმა სამშაბათს მარტო „სტემფორდ ბრიჯზე“ როდი „აიკიდა პენალტი“. თამაშის შემდეგ 21 წლის ვარსკვლავს ლონდონის ერთ-ერთ მდიდრულ სასტუმროშიც აჩვენეს წითელი ბარათი. მიზეზი: სმოლინგმა სასტუმრი „მეი ფეარში“ ორი მთვრალი ქალი შეიყვანა, მერე ძმაკაცებსაც დაუძახა და ხმაურიანი ღრეობა მოაწყო. ამ ღრეობის დროს დაზიანდა კარადა, მეზობელ ნომრებში კი სტუმრებმა ვერ დაიძინეს. ცნობისთვის: სმოლინგს ღამეში 2000 ფუნტად ნაქირავები კოსტუმი ეცვა. ისიც დაზიანდა და ფეხბურთელს ზარალის გადახდა დასჭირდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული