ტურე სულელია, ნარკომანი თუ გაუგებრობის მსხვერპლი?

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მცველი კოლო ტურე, შეიძლება, ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ. მიზეზი: კოტდივუარელი მცველის ორგანიზმში დოპინგი აღმოაჩინეს. სწორედ ამიტომ არ ათამაშა რობერტო მანჩინიმ 29 წლის ვარსკვლავი ოთხშაბათს ფეხბურთის ასოციაციის თასზე "ასტონ ვილას" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა ისტლენდელებმა 3:0 მოიგეს.

ხუთშაბათს, ანტისადოპინგო ლაბორატორიის თანამშრომელთათვის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი რა ნივთიერება აღმოაჩინეს ტურეს ორგანიზმში. ეს შეიძლებოდა ყოფილიყი ძალთა აღმდგენი წამლის "ნაწილი", თუმცა თავისუფლად შეიძლებოდა პირწმინდა დოპინგის კვალიც აღმოჩენილიყო. მკაფიო პასუხი მეორე ტესტმა უნდა გასცეს, მანამდე კი "სიტის" ყოფილ კაპიტანს თამაშის უფლება არ
აქვს. ინგლისური ტაბლოიდები "გაძვრნენ-გამოძვრნენ" და მავანი წყაროებისგან გაიგეს, რომ დიდი შანსია ტურე თავისი "ფარმაცევტული საქმიანობის" შესახებ კლუბს უმალავდა. თუმცა, ასეც რომ იყოს, ფეხბურთის ასოციაციას გული არ მოულბება.

ბრიტანეთში ასეა: ყველა სპორტსმენს ეძლევა აკრძალულ ნივთიერებათა ჩამონათვალი და, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი ხდებიან თავიანთ ექიმებს შეუთანხმონ რა ვიტამინებს თუ წამლებს სვამენ. ახლა, როგორც მოგახსენეთ, ტურეს ამბის ბოლომდე გასარკვევად კიდევ ერთი ტესტია საჭირო, თუმცა, რომც გაირკვეს, რომ ის ძალთა აღმდგენ საშუალებას ეტანებოდა, "კრიმინალური შემოწმება" მაინც გასავლელი იქნება - ვაითუ, ნარკოტიკის კვალია?

მეორე მხრივ, ინგლისელი ჟურნალისტები წერენ, რომ კრიმინალური კვალის აღმოჩენა საეჭვოა, რადგან ტურე მორწმუნე მუსლიმია და სასმელსაც კი არ ეკარება, თუმცა ნივთიერებას, რომელიც ფეხბურთელის ორგანიზმში აღმოჩნდა შესაძლოა კოკაინი და მარიხუანა შეიცავს.

შეგახსენებთ, რომ კოლო ტურე "მანჩესტერ სიტიში" ორი წლის წინ მარკ ჰიუზმა გადაიყვანა. რასაკვირველია, დღეს, "უიგანთან" შეხვედრაში ის მოედანზე არ იქნება. იმ შემთხვევაში თუ დამტკიცდება, რომ ფეხბურთელი დოპინგს იღებდა, მას დასჯიან. ყველაზე მარტივ შემთხვევებში ოთხიდან ცხრა თვემდე დისკვალიფიკაციას უსჯიან ხლმე. ამასთან დაკავშირებით "მანჩესტერ სიტიმ" გაავრცელა ოფიციალური განხადება:

"ჩვენ ვადასტურებთ, რომ კოლო ტურეს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისგან მოუვიდა წერილი, სადაც მას ატყობინებენ, რომ ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს. შესაბამისად, სანამ ყველაფერი იურიდიულად არ გაირკვევა და დამტკიცდება, ის "მანჩესტერ სიტის" შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს".

ტაბლოიდებს ტურეს ერთ-ერთმა ახლობელმა და საქმეში ჩახედულმა ადამიანმა უთხრა: "შესაძლოა დამტკიცდეს, რომ კოლო უბრალოდ სულელია და კარიერა გაიფუჭა."

აღსანიშნავია, რომ კოლო ტურე ნაცნობ-მეგობართა შორის ცნობილია, როგორც პატიოსანი ადამიანი და ნამდვილი პროფესიონალი. ამბობენ, რომ როდესაც დოპინგის ამბავი შეიტყო, მას წარბიც არ შეუხრია.






.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა შუაშია აქ კაჭარავა? კაცი შემთხვევით ოდნავ შეეხო ბურთს :)))))) ნეტა მართლა საგოლე პასი გაეკეთებინა ან გაეტანა მარა ეს არარის საგოლე პასი ..
ოთო
16:13 29-08-2017
0
საგოლე პასი კი არა გოლი და მოგებაც მაგას ეკუთვნის რატომ? ჩვენია და იმიტომ.
ჰმ, საგოლე პასი, ტუ ტუუუუუუუუუ
კ ო მ ბ ლ ე
01:35 31-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული