იურგენ კლოპი: დიეგო კოშტას წინააღმდეგ რომ მეთამაშა, მეგობრები არასდროს გავხდებოდით

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა აღიარა, რომ დიეგო კოშტა ლონდონის "ჩელსის" ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია, მაგრამ ამასთან ერთად აღნიშნა, რომ ადამიანური თვისებებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა.

"დიეგო კოშტას წინააღმდეგ რომ მეთამაშა, მეგობრები არასდროს გავხდებოდით, მაგრამ როცა ასეთი ფეხბურთელი გყავს გუნდში, ეს ძალიან კარგია. ის მებრძოლია.

კონტე შესანიშნავ შედეგს აჩვენებს "ჩელსიში" მიმდინარე სეზონში, თუმცა რას იზამდა გუნდი კოშტას გარეშე? ის ყველაზე კარგი ბიჭი არ არის მოედანზე, მაგრამ ეს მთავარი არ არის", - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულსა" და ლონდონის "ჩელსის" შორის შეხვედრა ფრედ,
ანგარიშით 1:1 დასრულდა.

- პრემიერლიგა. XXIII ტური: მინოლეს ენფილდური დრამა ჰეფი ენდით [VIDEO]

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული