პრემიერლიგა. XXV ტური: როცა ფეხბურთში მთავარი... ხელია [VIDEO]

AutoSharing Option
ზედიზედ 16 წაუგებელი მატჩი პრემიერლიგაში - ასეთია ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ ეტაპზე. ეს არის "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა უგრძესი სერია 2013 წლის მარტის შემდეგ. თუმცა, მონაგართან ერთად, "ეშმაკებმა" ბევრიც გაანიავეს და დიდი ალბათობით, შეიძლება ითქვას - თუ საქმეში ზებუნებრივი ძალები არ ჩაერივნენ, ქვეყნის მთავარ საფეხბურთო ტიტულზე ოცნება უტოპია იქნება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, "იუნაიტედს" სანერვიულო არაფერი ჰქონდა - "უოტფორდის" კარში ორი "მშრალი" გოლი გავიდა და, მინიმუმ, ერთი ამდენიც უნდა გასულიყო, მაგრამ მეკარე აურელიო გომეშმა მაგრად ივაჟკაცა პოლ პოგბასა და ზლატან
იბრაჰიმოვიჩის მცდელობებისას.

თუმცა იგივე გომეში უძლური იყო სასტარტოში დაბრუნებული ანტონი მარსიალის წინაშე - 21 წლის შემტევმა ჯერ ხუან მატას "დაუხატა" საგოლედ, მერე კი თავადაც შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პოლემიკა მოჰყვა "არსენალის" საშინაო გამარჯვებას (2:0) "ჰალთან". ეს იყო შემთხვევა, როცა ფეხბურთში მთავარი როლი... ხელმა ითამაშა.

ალექსის სანჩესმა სწორედ ხელით გახსნა ანგარიში 34-ე წუთზე, თუმცა ვერავინ დადებს თავს იმაზე, რომ ჩილელმა ეს შეგნებულად გააკეთა - მას მეკარისგან მოხვდა ბურთი ხელზე და ასე აღმოჩნდა ბადეში, თან ეს, ფაქტობრივად, კარის ხაზზე ხდებოდა. მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს ფეხბურთთან და ხელით გატანილი გოლი, უნდოდა ეს სანჩესს თუ არა, არ უნდა ითვლებოდეს...

სხვათა შორის, არბიტრმა მარკ კლატენბურგმა შესვენებისას ბოდიში მოუხადა "ჰალის" ფეხბურთელებს. ეტყობა, მისი მხრიდან ერთგვარად დანაშაულის გამოსყიდვა იყო ის ეპიზოდი, როცა თეო უოლკოტის დარტყმის შემდეგ სემ კლუკასმა ხელით გააჩერა ბურთი, მაგრამ პენალტი არ დანიშნა. თუმცა იგივე კლუკასი და "ჰალი" ბოლოს მაინც ვერ გადაურჩნენ გაძევებასა და 11-მეტრიანს, რომელიც... ხელით თამაშის გამო დაინიშნა და სანჩესის მიერ იქნა გამოყენებული.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შაბათ საღამოს "ლივერპულმა" მაგარი საქმე "გაუკეთა" "ჩელსის" - ხუთმატჩიანი მოუგებული სერია "ტოტენჰემთან" (რომელსაც ბოლოს 11 დეკემბერს ჰქონდა წაგებული) შესანიშნავი გამარჯვებით (პირველი მოგება "ენფილდზე" 2017 წელს) დაასრულა და "არისტოკრატებს" 12-ქულიანი გაქცევის შანსი მისცა, ხოლო, როგორ გამოიყენა ანტონიო კონტეს გუნდმა ეს შანსი, კვირა საღამოს ყველამ ვნახეთ - "არისტოკრატებმა" დაუგეგმავი ქულები დაკარგეს ბარნლიში და ახლა "მხოლოდ" 10 ქულით უსწრებენ უახლოეს მდევრებს.

სხვათა შორის, 1975 წლის მერე პირველად მოხდა, რომ "ბარნლიმ", უმაღლესი დივიზიონის ეგიდით, ზედიზედ 6 საშინაო მატჩი ითამაშა წაუგებლად, ხოლო დიეგო კოშტამ, პირველად 2016 წლის აპრილ-მაისის შემდეგ, მიჯრით მესამე მატჩში ვერ გაიტანა გოლი...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

...თუმცა დავუბრუნდეთ "ლივერპულს", რომელსაც ბრძოლა ჯერ არ დაუმთავრებია - ხავსს იურგენ კლოპის შეგირდებიც ჩაეჭიდებიან. ბრწყინვალე ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ "წითლებს" ლოგიკური ჩავარდნა ჰქონდათ და მოკლე სათადარიგო სკამის ფაქტორი ემოციურ გერმანელს კიდევ შეახსენებს თავს.

ჯერჯერობით კი "ლივერპულს" შეუძლია, სადიო მანეს (11 გოლი და 4 საგოლე პასი მიმდინარე სეზონში) სწრაფი დუბლით (138-წამიანი ინტერვალი) დატკბეს და ორკვირიანი პაუზა ნაყოფიერად გამოიყენოს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სწორედ ასე უნდა გვეთამაშა "ტოტენჰემის" წინააღმდეგ. ჩვენ ვაჩვენეთ რეაქცია რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ და ეს პატივისცემას იმსახურებს. ჩემი გუნდი ბრწყინვალე იყო პირველ ტაიმში, როცა მეტოქეს ძალიან უჭირდა თავის დაცვა, და ასევე კარგად ვითამაშეთ მეორე ნახევარში, როცა უკვე ჩვენ ვიცავდით თავს და ფეხბურთელებმა ამ მხრივაც შესანიშნავად შეასრულეს ამოცანა", - თქვა კლოპმა.

"ძალიან ცუდად დავიწყეთ თამაში და ამის ახსნა ძალიან მიჭირს. მართალია, მეორე ტაიმში გამოვასწორეთ თამაში, მაგრამ უკვე გვიან იყო", - ეს კი მაურისიო პოჩეტინოს სიტყვებია.

"რივერსაიდზე" უგოლოდ ითამაშეს "მიდლსბრომ" და "ევერტონმა". მოგება უფრო სტუმრებს შეეძლოთ, მაგრამ ეს საქმე ვიქტორ ვალდესის რამდენიმე ბრწყინვალე "სეივმა" ჩაშალა. ბოლო ორი თვეა ეს გუნდები ერთმანეთის სრული ანტიპოდები არიან - "მიდლსბროს" 8 მატჩია არ მოუგია, ხოლო "ევერტონს" ამდენივე თამაშში არ განუცდია მარცხის სიმწარე.

"ვესტ ჰემისა" და "ვესტ ბრომვიჩის" დრამატულ დერბიში ტექნიკური ზონიდან გააძევეს მასპინძელთა მწვრთნელი სლავენ ბილიჩი, ვინც სტუმრების გამაყაიმებელი გოლი ზომაზე მძაფრად გააპროტესტა.

"საუთჰემპტონმა" გამოიღვიძა. ეს იყო კლოდ პუელის გუნდის მეორე გამარჯვება შობის შემდეგ. "სანდერლენდს" ორი გოლი გაუტანა "წმინდანებში" ახლახან გადასულმა მანოლო გაბიადინიმ, ვინც წინა შეხვედრაშიც გამოჩინა თავი. ამ წაგების შემდეგ დევიდ მოიესის გუნდი ბოლო ადგილზე დარჩა, ხოლო თავად მწვრთნელის თავს კიდევ უფრო მოიქუფრა ცა.

ჯერჯერობით, ვერ შველის "არწივებს" სემ ელარდაისიც. მისი ძალისხმევით, "კრისტალ პალასმა" ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და კიდევ უფრო დაიმძიმა ყოფა, ვიდრე ალან პარდიუს დროს ჰქონდა.

კარგად ვერ აქვს საქმე კლაუდიო რანიერისაც. ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ ჯერაც მოქმედ ჩემპიონს გასავარდნი ზონისგან ერთი ქულაღა აშორებს. და ერთი საინტერესო სტატისტიკა - "ლესტერი" ერთადერთია ინგლისის ოთხი წამყვანი დივიზიონის გუნდებს შორის, რომელსაც 2017 წელს ჩემპიონატის მატჩებში ერთი გოლიც არ გაუტანია.

პრემიერლიგა. XXV ტური
არსენალი-ჰალი 2:0
გოლები: 1:0 სანჩესი (34), 2:0 სანჩესი (90-პენ)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, გიბსი - კოკელენი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი (82. პერესი) - ივობი (82. უელბეკი), იოზილი, უოლკოტი (69. ელნენი) - სანჩესი.
ჰალი (4-2-3-1): იაკუპოვიჩი - ელაბდელაუი (66. ელმოჰამადი), რანოკია, მაგუაირი, რობერტსონი - ჰადლსტოუნი (78. დიომანდი), ნდიაიე - მარკოვიჩი, გროსიცკი (60. ევანდრუ), კლუკასი - ნიასე.
გაძევება: კლუკასი (90. ჰალი)
მაყურებელი: 59 962

მანჩესტერ იუნ-უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 მატა (32), 2:0 მარსიალი (60)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, ბლინდი - ერერა, პოგბა - მატა (72. ფელაინი), მხითარიანი (89. ლინგარდი), მარსიალი (81. რაშფორდი) - იბრაჰიმოვიჩი.
უოტფორდი (4-1-4-1): გომეში - კეტკარტი (83. საჩისი), ქაბული, პრიოდლი, ბრიტოსი (46. იანმაატი) - ქლევერლი - სარატე (74. ოკაკა), კაპუ, ნიანგი, ჰოლებასი - დინი.
მაყურებელი: 75 301

მიდლსბრო-ევერტონი 0:0
მიდლსბრო (4-3-3): ვალდესი - ჩემბერსი, ესპინოსა, გიბსონი, ფაბიო - დე როონი, კლეიტონი, ფორშოუ (58. გედიურა) - ტრაორე, სტუანი (67. რამირესი), ნეგრედო (82. გესტედე).
ევერტონი (4-3-3): რობლესი - კოულმენი, უილიამსი, მორი, ბეინსი - ტ. დევისი, გუეიე (62. ე. ვალენსია), შნაიდერლინი - ლუკმენი (73. ლენონი), ბარკლი (87. ბერი), ლუკაკუ.
მაყურებელი: 31 496

სტოკი-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 ალენი (67)
სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ბერდსლი (58. ჯონსონი), შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - უელანი, ადამი (79. აფელაი) - არნაუტოვიჩი, ალენი, სობი (82. დიუფი) - კრაუჩი.
კრ. პალასი (4-2-3-1): ჰენესი - ჯ. უარდი, ტომკინსი, დელენი, ვან აანჰოლტი - მილივოიევიჩი, მაკარტური (87. რემი) - ზაჰა (68. შლუპი), ფენჩენი (77. კაბაი), თაუნსენდი - კ. ბენტეკე.
მაყურებელი: 27 007

სანდერლენდი-საუთჰემპტონი 0:4
გოლები: 0:1 გაბიადინი (30), 0:2 გაბიადინი (45), 0:3 დენაიერი (89-საკ. კარში), 0:4 ლონგი (90)
სანდერლენდი (3-5-1-1): მანონე - კონე, ოში (46. პიენაარი), დენაიერი - ფ. ჯოუნსი, ნდონგი, გიბსონი (81. ხაზრი), ლარსონი (58. ბორინი), ოვიედო - იანუზაი - დეფო.
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფ. ფოსტერი - სედრიკი, სტივენსი, იოშიდა, ბერტრანდი - ს. დევისი, რომეუ - ტადიჩი (82. ჰოიბერგი), უარდ-პროუსი, რედმონდი - გაბიადინი (73. ლონგი).
მაყურებელი: 39 931

ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი 2:2
გოლები: 0:1 ჩადლი (6), 1:1 ფეგული (63), 2:1 ლანძინი (86), 2:2 მაკოული (90)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი - კუაიატე, ფონტე, რიდი, კრისუელი (46. კალერი) - ნოუბლი, ობიანგი - ფეგული (90. კოლინზი), ლანძინი, სნოდგრასი (87. ე. ფერნანდესი) - ანტონიო.
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - ნიომი, კ. დოუსონი, მაკოული, ბრანტი - დ. ფლეტჩერი, ლივერმორი - ფილიპსი (67. რობსონ-კანუ), მორისონი (79. იაკობი), ჩადლი (53. ევანსი) - რონდონი.
მაყურებელი: 56 983

ლივერპული-ტოტენჰემი 2:0
გოლები: 1:0 მანე (16), 2:0 მანე (18)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - კლაინი, მატიპი, ლუკას ლეივა (82. კლავანი), მილნერი - ლალანა, ჰენდერსონი, ვეინალდუმი - მანე (90. ალექსანდერ-არნოლდი), კოუტინიო (77. ჩანი), ფირმინო.
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, ე. დაიერი, ალდერვეირელდი, ბ. დევისი - დემბელე (77. სისოკო), ვანიამა - ერიქსენი (68. უინქსი), ალი, სონი (82. იანსენი) - კეინი.
მაყურებელი: 53 159

ბარნლი-ჩელსი 1:1
გოლები: 0:1 პედრო (7), 1:1 ბრეიდი (24)
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კინი, მი, ს. უარდი - ბოიდი, ბარტონი, ვესტვუდი, ბრეიდი (65. არფილდი) - ე. გრეი (82. ვოუკსი), ბარნსი.
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (72. ვილიანი), კანტე, მატიჩი (67. ფაბრეგასი), ალონსო - პედრო (87. ბატშუაი), აზარი, დიეგო კოშტა.
მაყურებელი: 21 744

სუონსი-ლესტერი 2:0
გოლები: 1:0 მოუსონი (36), 2:0 ოლსონი (45)
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფ. ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი - ფერი, კორკი, ტ. ქეროლი - ნ. დაიერი (7. რუტლიჯი/89. ნარსინგი), სიგურდსონი, ფერნანდო ლორენტე (72. ჯ. აიუ).
ლესტერი (4-2-3-1): შმაიხელი - სიმპსონი (70. ემეტრი), ჰუთი, მორგანი, ფუხსი (46. ჩილუელი) - დრინკუოტერი, ნდიდი - მაჰრეზი, დ. გრეი, ოლბრაიტონი (46. სლიმანი) - ვარდი.
მაყურებელი: 20 391

13 თებერვალი
ბორნმუთი-მანჩესტერ სიტი 23:59

ბომბარდირები:
17 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 16 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 15 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 11 - აგუერო (მანჩესტერ სიტი), დელე ალი (ტოტენჰემი), სადიო მანე (ლივერპული); 10 - ედენ აზარი (ჩელსი).

მომდევნო ტური
25 თებერვალი:
ჩელსი-სუონსი, კრისტალ პალასი-მიდლსბრო, ევერტონი-სანდერლენდი, ჰალი-ბარნლი, ვესტ ბრომვიჩი-ბორნმუთი, უოტფორდი-ვესტ ჰემი;

26 თებერვალი:
ტოტენჰემი-სტოკი;

27 თებერვალი:
ლესტერი-ლივერპული.

საუთჰემპტონი-არსენალი და მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი გადაიდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული