პრემიერლიგა. XXIX ტური: ლივერპული, ლივერგული, ლივესული...

AutoSharing Option
ვიდეო
"არსენალს" "მანჩესტერ იუნაიტედთან" მიახლოვების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მაგრამ როგორც სჩვევია, ყველაზე საჭირო მომენტში ვერ მოიგო. სწორედ მაშინ გაარტყა ძელს, ვერ დაუმიზნა ხეირიანად, დარტყმას ძალა დააკლო, მაინცდამაინც მაშინ მოიგიჟიანა თავი სტუმრების ბელგიელმა მეკარე სიმონ მინოლემ, რომელიც ყველა შეხვედრაში ასე რომ თამაშობდეს, "სანდერლენდში" არავინ გააჩერებდა და, მაინცდამაინც მაშინ "გაუფუჭდათ მსაჯებს მხედველობა" - "მეთოფეებს" გეგონება თავისი არ ეყოფოდათ, ერთი პენალტი არ დანიშნეს და ერთიც ნაღდი გოლი არ ჩათვალეს.

ორივე ეპიზოდში ანდრეი არშავინი მონაწილეობდა. პენალტს რომ ვამბობთ, იმ მომენტში საჯარიმოში დიდი სისწრაფით შევარდნილ რუსს
ხელი ტაიტუს ბრამბლმა უბიძგა, გოლზე კი რა გითხრათ... არანაირი ოფსაიდი იქ არ იყო.

"იმდენად აღელვებული ვარ, რომ ლაპარაკიც კი არ შემიძლია - თქვა მატჩის შემდეგ ჩრდილოლონდონელთა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა - რა გითხრათ? მთელი ძალ-ღონე ჩავაქსოვეთ და არაფერი გამოვიდა. ეჭვი არ მეპარება, რომ არშავინმა ალალი გოლი შეაგდო, მაგრამ განა ამას ახლა რამე ეშველება? საერთოდ, პრემიერლიგაში, ასეთი ეპიზოდები შედეგებს უკვე დიდ დაღს ასვამს. გაწბილებულები ვართ, მაგრამ ერთადერთი რაც შეგვიძლია, ტუჩზე კბენა და შემდეგ თამაშზე გადართვაა. შეგრძნება, რომ უსამართლოდ დავისაჯეთ, ამ სეზონში პირველად არ გვეუფლება.

თამაშის ხარისხზე კი რა მოგახსენოთ, კარგი იყო. დაცვაში უშეცდომოდ ვთამაშობდით, ფიზიკურად კარგი მომზადება გამოვამჟღავნეთ, ჟინი და მოწადინება არ გვაკლდა. ერთადერთი, მოწინააღმდეგის საჯარიმოს სიახლოვესთან ცოტა ფანტაზია და სიმწვავე გვაკლდა, მაგრამ მსაჯების ორი უხეში შეცდომა რომ არა, მაინც მოვიგებდით.

მეტი რაღა კომენტარი გავაკეთო? ჩემი საქმე ფეხბურთია, მსაჯების - სამართლიანად განსჯა. მე შემიძლია ჩემსაზე გითხრათ, ხოლო იმაზე თუ რამდენად გაართვეს თავიანთ საქმეს თავი მსაჯებმა, დაე გაზეთებმა დაწერონ

ბოლო 11 შეხვედრიდან 8 მოვიგეთ და 3 ფრედ ვითამაშეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ სტაბილურობა არ გვაკლია. დღეს, არ გაგვიმართლა, მაგრამ ძალიან მეეჭვება ამ შედეგმა ჩემპიონატზე რაიმე ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს."

არშავინი კი ფილოსოფიური მსჯელობის გუნებაზე იყო: "რას იზამ, ახლა ვეღარაფერს შეცვლი. ფეხბურთში ასეთი შემთხვევები ხშირია. ახლა "სანდერლენდთან" თამაში უნდა დავივიწყოთ და "ბარსელონაზე" გადავერთოთ."

შეგახსენებთ, რომ "მეთოფეებს" ხვალ, ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა აქვთ.

"სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე" კი პირველი ტაიმის დამთავრებას 7 წუთი რომ აკლდა, "უიგანის" მეკარე, 29 წლის ომანელი ალი ალ ჰაბსი დავიდ სილვას დარტყმულს რატომღაც გაჩაჩხული ფეხებით დახვდა, ხელებით ბურთი ვერ შეიამაგრა და... იმ შეხვედრაში მეტი გოლი აღარც გასულა.

იცით, რომ ამ შეცდომით ალ ჰაბსიმ "სიტის" მცველ კოლო ტურეს უშველა? რა შუაშია? საქმე ის გახლავთ, რომ ტურეს, დოპინგ ტესტზე ჩავარდნის შემდეგ, სტადიონზე არავინ ელოდა. ყველას ეგონა, ის იმდენად ნირწამხდარი იქნებოდა, რომ ტრიბუნაზე ვერც კი დაჯდებოდა, მაგრამ მან გაბედა, ისტლენდზე მივიდა და გაუმართლა: თავიდან ყველა მისკენ იშვერდა თითს, 38-ე წუთის შემდეგ კი ყველამ ალ ჰაბსისკენ გადაიტანა ყურადღება. მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზეც ძირითადად ტურეზე იყო ლაპარაკი. რობერტო მანჩინი და თანაგუნდელები მის გამხნევებას ცდილობდნენ ასე რომ, თქვენი ნებართვით, ტურის მიმოხილვაში ამაზე აღარ შევჩერდებით.

"ვესტ ჰემი" ამ ბოლო დროს მოძლიერდა. "სტოკ სიტის" 3:0 დამარცხების შემდეგ ავრამ გრანტის გუნდმა გასავარდნთა ზონასაც კი დააღწია თავი. ზედიზედ "ჩაქუჩებს" ერთი წელიწადია არ მოუგიათ. გრანტმა თქვა:

"აღმასვლა ზედმიწევნით შესაფერის დროს დავიწყეთ. რასაკვირველია, ისიც კარგად გვესმის, რომ ასე ვერ გავაგრძელებთ - ყოველ შეხვედრაში სამი გოლი არავის გააქვს, მაგრამ მთავარია შემტევ ფეხბურთს არ ვუღალატოთ."

"ნიუკასლმა" კი თავის მოედანზე ამ სეზონში მეხუთედ წააგო. ამაში გადამწყვეტი როლი "ევერტონის" მცველმა ფილ ჯეგიელკამ ითამაშა. გამარჯვების გოლი სწორედ მან შეაგდო.

"ფულჰემმა" კი გაიხარა: "ბლექბერნ როვერსთან" შინ 2:2-ს ამთავრებდა, როდესაც მსაჯმა მარკ კლეტენბერგმა სტუმრების კარში საეჭვო პენალტი დანიშნა და ბობი ზამორამ გამარჯვებისა შეაგდო. "ბლექბერნის" შოტლანდიელმა მწვრთნელმა სტივ კინმა კლეტენბერგის კრიტიკაზე უარი თქვა, "ფულჰემის" თავკაცმა მარკ ჰიუზმა კი თქვა, რომ მსაჯს მისი გუნდის სასარგებლოდ რამდენიმე წუთით ადრე და პირველ ტაიმში მართებდა პენალტის დანიშვნა.

კინი: "მატჩის შემდეგ მარკს ვკითხე, რატომ დანიშნა პენალტი. ვთხოვე აეხსნა, რანაირად აღიქვა ის ეპიზოდი. მან მიპასუხა, რომ გრანტ ჰენლიმ აარონ ჰიუზს ორივე ხელი შემოხვია. ჩანაწერში მართლაც ჩანს, რომ ტექნიკურად მსაჯი მართალია, მაგრამ მასაც ვუთხარი, რომ თუ ის ასეთ დარღვევებს გამოეკიდება, ყოველ თამაშში ათი პენალტის დანიშვნა მოუწევს."

ასეთივე ანგარიშით დასრულდა "ბოლტონისა" და "ასტონ ვილას" შეხვედრა, სადაც ბირმინგემელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ეშლი ინგმა პენალტი ვერ გაიტანა, როი ჰოჯსონმა კი "ვესტ ბრომვიჩს" პირველად მოაგებინა - "ქარლინგის თასის" მფლობელი "ბირმინგემი" შინ 3:1 დამარცხდა. ეტყობა ალექს მაკლიში და მისი ბიჭები ქეიფს გადაყვნენ.

ხოლო ტურის მთავარ შეხვედრაში "ლივერპულმა" დაამტკიცა, რომ ძალიან არ უნდა "მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისის ჩემპიონის მე-19 ტიტულის მოპოვების საშუალება მისცეს. მერსისაიდელებმა სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს დამსახურებულად მოუგეს. მანჩესტერელთა გოლი ჩიჩარიტომ მხოლოდ 90-ე წუთზე შეაგდო, როდესაც მას მხოლოდ მორალური მნიშვნელობაღა ჰქონდა. ამრიგად, მანჩესტერელთა მეფური სვლა ტიტულისკენ დაბრკოლდა, ხოლო "წითლებმა" ამ სეზონში "ოლდ ტრეფორდზე" ორი დამარცხების შემდეგ (3:2 პრემიერლიგაში და 1:0 ფეხბურთის ასოციაციის თასზე) გული მოფხანეს.

ლივერპულელთაგან სამივე გოლი დირკ კუიტმა გაიტანა. სტატისტიკა ამბობს, რომ მერსისაიდელს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი 1990 წლის შემდეგ არ შეუსრულებია - მაშინ ეს პიტერ ბერდსლიმ შეძლო. და მართალია, კუიტი ქების ღირსია, მაგრამ არ შეიძლება უპირველეს ყოვლისა ლუის სუარესი არ ვახსენოთ, რომელმაც დიდებულად ითამაშა და ორ გოლში დიდი მონაწილეობა მიიღო - განსაკუთრებით ეფექტური, რასაკვირველია პირველი გახლდათ. აღსანიშნავია ნახევარდაცვაში რაულ მეირელეშისა და ლუკას ლეივას ჩინებული მოქმედება. რაც შეეხება "იუნაიტედს", სტუმრები აშკარად მძიმედ მოძრაობდნენ, ყოველ შემთხვევაში მასპინძლებთან შედარებით.

მატჩის შემდეგ კუიტმა ტელეკომპანია Sky Sport-ს უთხრა: "დიდებული გრძნობაა. თავდამსხმელი ჰეთ-თრიქზე ყოველთვის ოცნებობს, ხოლო მისი "მანჩესტერ იუნაიტედთან" შესრულება ორმაგი ბედნიერებაა. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემი დღევანდელი წარმატება ლუის სუარესის დამსახურებაა, რომელმაც ორ შემთხვევაში საოცარი ასისტენტობა გამიწია. ეს გოლები რთული გასატანი არ იყო. ასეთები ჰოლანდიაში გამქონდა, სადაც უფრო წინ, უშუალოდ მეტოქის კარის სიახლოვეს მათამაშებდნენ."

ტურის ბოლო შეხვედრა კი, "ვულვერჰემპტონსა" და "ტოტენჰემს" შორის ექვსგოლიანი გამოდგა. საბოლოოდ ანგარიში "ვულვზის" სათადარიგომ, სტივენ ფლეტჩერმა გაიტანა.


ბირმინგემი-ვესტ ბრომვიჩი 1:3
ბირმინგემი (4-4-2): ფოსტერი - კარი, რ. ჯონსონი, კ. დევისი, რიჯუელი (80. მერფი) - ბიუსეჟური (67. ფილიპსი), ფეჰეი, ბოიერი, ბენტლი - ჯერომი, მარტინსი.
ვესტ ბრომვიჩი (4-5-1): კერსონი - რიდი, ოლსონი, მეტი, შორი - ბრანტი, მულუმბუ, შარნერი, მორისონი (78. ტამასი), ტომასი (67. ხარა) - ფორჩუნი (45. ოდემვინგე). 
გოლები: 0:1 მულუმბუ (47), 1:1 ბიუსეჟური (48), 1:2 მორისონი (58), 1:3 შარნერი (72) 
გაფრთხილება: ბოიერი, რიჯუელი, ფეჰეი - შარნერი 
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 10-9; კარში დარტყმა: 12-10 (4-5); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 50%-50% 
მაყურებელი: 27 013

არსენალი-სანდერლენდი 0:0
არსენალი (4-4-2): შჩესნი - სანია, კოშელნი, დჯურუ, კლიში - ნასრი, დენილსონი (61. შამახი), უილშირი, არშავინი - დიაბი (77. როსიცკი), ბენდტნერი.
სანდერლენდი (4-5-1): მინოლეი - ბერდსლი, მენსა, ბრემბლი, ა. ფერდინანდი - მუნტარი, მოლბრანკი (68. უილბეკი), ჰენდერსონი (88. კოლბეკი), რიჩარდსონი, სესენიონი - ასამოა (78. ელ მუჰამედი).
გაფრთხილება: კოშელნი, ნასრი, უილშირი - რიჩარდსონი, ჰენდერსონი, კოლბეკი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-10; კარში დარტყმა: 12-7 (6-3); თამაშგარე: 6-5; ბურთის ფლობა: 63%-37% 
მაყურებელი: 60 081

ბოლტონი-ასტონ ვილა 3:2
ბოლტონი (4-4-2): იაასკელაინენი - სტეინსონი, უიტერი, გ. კეჰილი, რობინსონი - ელმანდერი (67. კლასნიჩი), მუამბა (60. მ. დევისი), ჰოლდენი, მ. პეტროვი (60. ლი) - კ. დევისი, სტარიჯი.
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი - უოქერი, კლარკი. ლ. იანგი, ბეიკერი - ოლბრაიტონი (83. აგბონლაჰორი), დელფი (77. ს. პეტროვი), რიო-კოკერი, ე. იანგი, დაუნინგი - ბენტი. 
გოლები: 0:1 ბენტი (15), 1:1 გ. კეჰილი (45), 1:2 ოლბრაიტონი (64), 2:2 გ. კეჰილი (75), 3:2 კლასნიჩი (86)
ვერ გაიტანა პენალტი: ე. იანგი (70-ასტონ ვილა) 
გაფრთხილება: ელმანდერი, ჰოლდენი, იაასკელაინენი, სტეინსონი, უიტერი - კლარკი, უოქერი 
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 19-13; კარში დარტყმა: 17-13 (4-6); თამაშგარე: 2-3; ბურთის ფლობა: 53%-47% 
მაყურებელი: 22 533

ფულჰემი-ბლექბერნი 3:2
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ბეირდი, ჰანგელანდი, ჰიუზი, სალსიდო - დაფი, ეტუჰუ, მერფი (70. ზამორა), დემპსი - ე. ჯონსონი, დემბელე (78. კაკუტა). 
ბლექბერნი (4-4-2): რობინსონი - სალგადო (90. ემერტონი), სამბა, ჰენლი, ჟივე (77. პედერსენი) - ჰოილეტი (82. როჩინა), ჯონსი, ნზონზი, ოლსენი - მ. ბ. დიუფი, რობერტსი. 
გოლი: 1:0 დაფი (37), 1:1 ჰენლი (45), 2:1 დაფი (59), 2:2 ჰოილეტი (65), 3:2 ზამორა (89-პენ)
გაფრთხილება: ეტუჰუ, ბეირდი - რობერტსი, ჰენლი, ჯონსი
კუთხური: 9-7; ჯარიმა: 13-19; კარში დარტყმა: 20-15 (7-7); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 55%-45% 
მაყურებელი: 25 687

ნიუკასლი-ევერტონი 1:2
ნიუკასლი (4-4-2): ჰარპერი - ტეილორი (65. ფერგიუსონი), კოლოჩინი, უილიამსონი, სანჩესი (43. ამეობი) - სიმპსონი, ნოლანი, ტიოტე, ხონასი - ბესტი (85. კუქი), ლოვენკრანდსი.
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ჰიბერტი, დისტინი, ჯეგიელკა, ბეინესი - ოსმანი (85. კოულმენი), როდუელი, ფ. ნევილი (52. ჰეიტინგა), არტეტა - ბეკფორდი (69. ენიჩიბე), საა. 
გოლები: 1:0 ბესტი (23), 1:1 ოსმანი (31), 1:2 ჯეგიელკა (36)
გაფრთხილება: ტეილორი, ნოლანი - ჰიბერტი, ენიჩიბე, ჰეიტინგა, ბეინესი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 12-16; კარში დარტყმა: 13-18 (3-7); თამაშგარე: 6-2; ბურთის ფლობა: 60%-40% 
მაყურებელი: 50 128

ვესტ ჰემი-სტოკი 3:0
ვესტ ჰემი (4-3-3): გრინი - და კოსტა, აპსონი, ტომკინსი, ბრიჯი - ნობლი, პარკერი (90. გებიდონი), ჰიტზლშპერგერი - პიქვიონი, ბა (82. ო"ნილი), კ. კოული (86. ობინა).
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილსონი, ჰუთი, შოუკროსი, პაფი - პენანტი (52. ეზერინგტონი), უაიტჰედი, უილენი, დილეპი (69. ჯონსი) - უოლტერსი, კარეუ (65. ფულერი). 
გოლები: 1:0 ბა (21), 2:0 და კოსტა (29), 3:0 ჰიტზლშპერგერი (83)
გაფრთხილება: უილსონი, შოუკროსი, პაფი (სამივე სტოკი)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 14-11; კარში დარტყმა: 22-9 (7-4); თამაშგარე: 4-1; ბურთის ფლობა: 59%-41% 
მაყურებელი: 33 066

მანჩესტერ სიტი-უიგანი 1:0
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - რიჩარდსი, ლესკოტი, ლესკოტი, საბალეტა - ი.ტურე, ბერი, ვიეირა - ბალოტელი (69. კოლაროვი), სილვა (84. დე იონგი), ტევესი (86. ჯეკო).
უიგანი (4-5-1): ალ ჰაბსი - როდრიგესი (69. გუჰური), ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - კლივერლი, დიამე (84. სემონი), მაკარტი, უოტსონი, მიზესი (60. ნ"ზოგბია) - როდალეგა. 
გოლები: 1:0 სილვა (38) 
გაფრთხილება: რიჩარდსი, ბერი, კომპანი - კოლდუელი
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 18-9; კარში დარტყმა: 7-13 (2-2); თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 50%-50% 
მაყურებელი: 44 684

ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი 3:1
ლივერპული (4-4-2): რეინა - გ. ჯონსონი, შკრტელი, კარაგერი, აურელიო (24. კირიაკოსი) - მეირელეში (74. ქეროლი), ლუკასი, ჯერარდი, მაქსი როდრიგესი - სუარესი (89. ჯ. კოული), კუიტი. 
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი - რაფაელი (76. ო"ში), ბრაუნი, სმოლინგი, ევრა - ნანი (45. ერნანდესი), სქოულზი (84. ფლეტჩერი), ქერიკი, გიგზი - რუნი, ბერბატოვი.
გოლები: 1:0 კუიტი (34), 2:0 კუიტი (39), 3:0 კუიტი (65), 3:1 ერნანდესი (90) 
გაფრთხილება: კარაგერი, შკრტელი - ვან დერ სარი, რაფაელი, სქოულზი 
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 12-13; კარში დარტყმა: 16-13 (6-3); თამაშგარე: 0-3; ბურთის ფლობა: 42%-58% 
მაყურებელი: 44 753

ვულვერჰემპტონი-ტოტენჰემი 3:3
ვულვერჰემპტონი (4-4-2): ჰენესი - ფოული, ბერა, სტირმენი, ელოკობი - ჰემილი (74. ფლეტჩერი), მილიაში, ჰენრი, ჯერვისი - უორდი (60. ებანკს-ბლეიკი), დოილი.
ტოტენჰემი (4-4-2): გომეში - ჰატონი, დოუსონი, გალასი, ასუ-ეკოტო - პიენაარი (69. ბეილი), სანდრო, ჯენასი, მოდრიჩი (85. კრანჩარი) - პავლიუჩენკო (74. ლენონი), დეფო.
გოლები: 1:0 დოილი (20), 1:1 დეფო (29), 1:2 დეფო (35), 2:2 დოილი (39-პენ), 2:3 პავლიუჩენკო (47), 3:3 ფლეტჩერი (87) 
გაფრთხილება: ჰატონი, დოუსონი, გალასი (სამივე ტოტენჰემი)
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 11-11; კარში დარტყმა: 17-20 (4-7); თამაშგარე: 0-2; ბურთის ფლობა: 53%-47% 
მაყურებელი: 28 669გვერდი მოამზადა ილია ბაბუნაშვილმა


1. მანჩესტერი 29 17 9 3 63:30 60
2. არსენალი 28 17 6 5 57:27 57
3. სიტი 29 15 8 6 45:25 53
4. ჩელსი 27 14 6 7 48:23 48
5. ტოტენჰემი 28 13 9 6 41:34 48
6. ლივერპული 29 12 6 11 39:36 42
7. ბოლტონი 29 10 10 9 42:40 40
8. სანდერლენდი 29 9 11 9 33:35 38
9. ნიუკასლი 29 9 9 11 44:41 36
10. ევერტონი 28 8 12 8 37:37 36
11. ფულჰემი 29 7 14 8 32:31 35
12. სტოკი 29 10 4 15 32:38 34
13. ასტონ ვილა 29 8 9 12 37:50 33
14. ბლექბერნი 29 9 5 15 37:49 32
15. ბლექპული 28 9 5 14 42:55 32
16. ვესტ ბრომვიჩი 29 8 8 13 39:54 32
17. ვესტ ჰემი 29 7 10 12 36:49 31
18. ბირმინგემი 27 6 12 9 26:38 30
19. ვულვზი 29 8 5 16 34:49 29
20. უიგანი 29 5 12 12 27:50 27

ბომბარდირები: 19 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 18 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ბენტი (ასტონ ვილა), ნოლანი (ნიუკასლი), ქეროლი (ნიუკასლი); 10 - ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი) ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ვან პერსი (არსენალი); 9 - ტ. კეჰილი (ევერტონი), დემპსი (ფულჰემი), დროგბა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), ასამოა (სანდერლენდი), მალუდა (ჩელსი), ნასრი (არსენალი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ტორესი (ლივერპული/ჩელსი), კემპბელი (ბლექპული).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული