11:40 27-02-2017
ინგლისის ლიგის თასი. ფინალი: ჟოზეს პირველი, "იუნაიტედის" მეხუთე [VIDEO]
AutoSharing Option
ასეა თუ ისე, მოგებულებს არ ასამართლებენ და "იუნაიტედის" ფანებიც არ უნდა იყვნენ უმადურები. აი, "საუთჰემპტონის" ქომაგებს კი მაგრად დასწყდებოდათ გული, შესანიშნავად ნათამაშები ფინალის შემდეგ "წმინდანები" მაინც ხელცარიელნი რომ დარჩნენ...
აქ იყო არბიტრის შეცდომაც საეჭვო ოფსაიდის გამო, რასაც "იუნაიტედის" შეტევა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ეფექტური ჯარიმა მოჰყვა - 1:0.
კლოდ პიუელის გულგატეხილმა ბიჭებმა მაინც არ დაყარეს ფარ-ხმალი, ყოჩაღი მანოლო გაბიადინის დუბლით (იტალიელმა, რაც "ნაპოლიდან" გადმოვიდა, 3 მატჩში უკვე 5 გოლი მიითვალა) ბოლომდე იბრძოლეს და ვიდრე იბრაჰიმოვიჩი ანდერ ერერას პასით გამარჯვების თავურს დასცხებდა, ორიელ რომეუმ ხარიხა შეაზანზარა, მაგრამ...
...მაგრამ ბედმა მაინც ძლიერს გაუღიმა. "მანჩესტერ იუნაიტედი" მეხუთედ გახდა ლიგის თასის მფლობელი და ამ მაჩვენებელით მხოლოდ "ლივერპულს" (8) ჩამორჩება.
მანჩესტერი-საუთჰემპტონი 3:2
გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (19), 2:0 ლინგარდი (38), 2:1 გაბიადინი (45), 2:2 გაბიადინი (48), 3:2 იბრაჰიმოვიჩი (87)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ა. ვალენსია, ბაილი, სმოლინგი, როხო - ერერა, პოგბა - ლინგარდი (77. რაშფორდი), მატა (46. ქერიკი), მარსიალი (90. ფელაინი) - იბრაჰიმოვიჩი.
საუთჰემპტონი (4-4-1-1): ფ. ფოსტერი - სედრიკი, სტივენსი, იოშიდა, ბერტრანდი - ს. დევისი (90. როდრიგესი), უარდ-პროუსი, რომეუ, რედმონდი - ტადიჩი (77. ბუფალი) - გაბიადინი (83. ლონგი).
მაყურებელი: 85 264 (უემბლი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული