ჯერმაინ დეფო: სფურზიდან წასვლას ვაპირებდი

AutoSharing Option

ვინ წარმოიდგენდა, რომ ჯერმაინ დეფო იანვარში "ტოტენჰემიდან" წასვლას აპირებდა. მიზეზი: ჰარი რედნაპმა ის რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში არ ათამაშა. კვირას მწვრთნელმა დეფო ათამაშა და თავდამსხმელმა თავისი წილი საქმე ჩინებულად შეასრულა, "ვულვერჰემპტონს" ორი გოლი გაუტანა, თუმცა ფეხბურთელი ეჭვობს, რომ რედნაპი მას დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "მილანის" წინააღმდეგ ისევ არ ათამაშებს. რა მოხდება "მილანთან" ამ საღამოს გამოჩნდება, ჩვენ კი სტატისტიკას ჩავხედოთ: "ვულვზამდე" ანუ გასულ კვირამდე ინგლისის ნაკრების 28 წლის თავდამსხმელს პრემიერლიგაში შარშანდელი აპრილის შემდეგ არ გაეტანა...

მაინც, რატომ უწევს დეფოს ასე იშვიათად თამაში?
ყველაფერს რედნაპის ტაქტიკა განაპირობებს. "სფურზის" თავკაცს ერთი თავდამსხმელით უყვარს თამაში, რომლის უკანაც, ჩვეულებრივ, რაფაელ ვან დერ ვაარტი გამოჰყავს. ასეთი განლაგება ცენტრფორვარდებს დიდი კონკურენციის პირობებში აგდებს. თან, ყველაფერს ნოემბერში კოჭის ტრავმა დაემატა, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება იოლი არასდროს არ არის — სანამ შენ ავადმყოფობდი, ადგილს სხვა იმკვიდრებდა.

"სათადარიგოთა სკამთან შეგუება კი ძნელია — ამბობს თავდამსხმელი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედთან", "ლივერპულთან", "არსენალთან" და "მილანთან" შეხვედრებს სწორედ სკამიდან ადევნა თვალ-ყური" — ასეთ დროს საკუთარ თავს ეკითხები: რატომ ვზივარ აქ? მე ხომ ის ფეხბერთელი ვარი, რომელიც თავისი კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში დიდ შეხვედრებს არის დაჩვეული. ნეტავ ახლა მწვრთნელმა მოედანზე გამიყვანოს, მე გოლი გავიტანო და ჩვენ ჩემი გოლის წყალობით მოვიგოთ. თუმცა, ასე რომ ფიქრობ, იქვე ცუდი მაგალითიც გახსენდება. კერძოდ, მე, იანვარში, ფეხბურთის ასოციაციის თასზე "ჩარლტონს" ორი გოლი გავუტანე ("სფურზმა" ის შეხვედრა 3:0 მოიგო) მაგრამ შემდეგ შეხვედრაში ისევ სათადარიგოთა სკამზე გამამწესეს. ამან ძალიან გამანაწყენა, რადგან მეგონე, ნავსს ერთხელ თუ გავტეხდი, მერე მენდობოდნენ და მენდობოდნენ. ბუნება მაქვს ასეთი, საკმარისია ერთი შევაგდო, რომ მერე საკუთარი თავის რწმენა მიბრუნდება. "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრის წინ დარწმუნებული ვიყავი, რომ რედნაპი მათამაშებდა, მაგრამ მწარედ შევცდი".
როგორც ინტერვიუდან ირკვევა დეფოსთვის ყველაზე ძნელი გადასატანი ჩემპიონთა ლიგის პირვედ მერვედფინალურ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ყოფილა.

"გამიჭირდა, რადგან ეს ძალიან დიდი თამაში გახლდათ. ამ სეზონს დიდი იმედით ველოდი, მით უფრო, რომ შარშან, "ტოტენჰემის" მეოთხე ადგილზე გაყვანაში დიდი როლი ვითამაშე. როდესაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ხვდები, რასაკვირველია, თამაში გინდა, მით უფრო, როდესაც ამ საქმისთვის ოფლი გაქვს დაღვრილი.

სამწუხაროდ, ამ სეზონში მწვრთნელმა თამაშის სტილი შეცვალა, წინ ერთ თავდამსხმელს აყენებს და უკნიდან ვარ დერ ვაარტს ახმარს, რაც სიტუაციას ართულებს. ჯგუფური ეტაპის მატჩები კი, სამწუხაროდ, ტრავმის გამო გამოვტოვე".

დეფომ გასულ სეზონში 24 გოლი გაიტანა და "სფურზის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასეთი მიღწევის შემდეგ ის ელოდა, რომ იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზით კარგ ფორმაში აღარ იქნებოდა, მას ისევე მოეპყრობოდნენ, როგორც ფერნანდო ტორესსა და უეინ რუნის ეპყრობიან, მაგრამ, ვაგლახ.

"შეხედეთ ტორესს, ის ცუდ ფორმაშია, მაგრამ მწვრთნელს უნდა, რომ ძველებურად ათამაშდეს და რეგულარულად შემამადგენლობაში ჰყავს" — ჩივის დეფო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული