უიმედო ტურე

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მცველ კოლო ტურეს იმედი ჰქონდა, რომ დოპინგ ტესტზე ჩავარდნის მიუხედავად, არ დასჯიდნენ, მაგრამ ფიფას გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ ისეთი რამ თქვა, რომ კოტ დ"ივუარელის იმედი ერთიორად შემცირდა. კერძოდ, ფრანგმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ დოპინგის შემთხვევებს საფეხბურთო საზოგადოებამ არ უნდა წაუყრუოს და ფეხბურთელების გასამართლებლად არ უნდა დაუწყოს მიზეზებს ძებნა.

ტურეს ჯერ კიდევ აქვს დრო ხელმეორე ანალიზისთვის, თუმცა გაიკეთებს თუ არა ამ ანალიზს, პირადად მისი გადასაწყვეტია. თუ უარს იტყვის, სადისციპლინო კომიტეტი პირველი ანალიზის შედეგებით იხელმძღვანელებს.

ტურე დარწმუნებულია, რომ მის ორგანიზმში აკრძალული
ნივთიერება დიეტური პრეპარატიდან მოხვდა, თუმცა ვალკე ამბობს, რომ ეს თავის გამართლებად არ ივარგებს - ფეხბურთელი ვალდებული იყო წამლის დალევის წინ გუნდის ექიმები გაეფრთხილებინა.

"როდესაც სპორტსმენმა იცის, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება დოპინგ კონტროლის გავლა მოუხდეს, ვალდებულია მეტი ყურადღება გამოიჩინოს და ექიმს მიმართოს. დღეს ყველა გუნდში მრავლად არიან ექიმები, რომლებიც შეამოწმებენ, წამალი, რომლის დალევაც გადაწყვიტე, აკრძალულ პრეპარატთა სიაში ხომ არ არის შეტანილი" - თქვა გენერალურმა მდივანმა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული