ბერბას ფიქრები

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბულგარელი ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი ზედიზედ ორი დამარცხებით უკმაყოფილოა და იმედოვნებს, რომ დღეს, როდესაც პრემიერლიგის ტიტულისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, გუნდმა, რაც შეიძლება მალე უნდა აღიდგინოს ფორმა.

ბერბატოვი ფიქრობს, რომ ბოლოდროინდელი ცუდი შედეგების ერთერთი მთავარი მიზეზი ისიც არის რომ ლიდერის წინააღმდეგ სათამაშოდ ყველა განსაკუთრებით ემზადება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო ორ შეხვედრაში დამარცხება ბევრსაც არაფერს ნიშნავს. სტატისტიკას ჩავხედოთ: მიმდინარე სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს შინ 42 შესაძლებლიდან 40 ქულა მოიპოვა.

"ჩვენ სტუმრად უფრო ვკარგავთ ქულებს, თუმცა ეს იმიტომ არ
ხდება, რომ სტუმრად მონდომებას ვაკლებთ, - თქვა ბერბატოვმა. - ჩვენ არასდროს გავდივართ მოედანზე ფრის იმედად. არასდროს ვფიქრობთ, რომ ქულის მოპოვება კარგი იქნება. ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედს" ხვდებიან, სხვა გუნდები მაქსიმალურად ინდომებენ.

მეორე მხრივ, ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენ უდიდესი კლუბი ვართ, გულშემატკივარს სიამოვნებას ვანიჭებთ და გოლები გაგვაქვს. ახლა მთავარია, ასე მხოლოდ შინ კი არა, სტუმრადაც ვითამაშოთ.

ამბობენ, რომ წლეულს პრემიერლიგა შეიცვალა და ადრინდელთან შედარებით გაცილებით მეტი გუნდი იბრძვის უმაღლესი ადგილების მოსაპოვებლად. ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალ სეზონში კონკურენტთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ლოგიკური პროცესია. დღევანდელ ფეხბურთში ლიდერებსა და აუტსაიდერებს შორის მანძილი მნიშვნელოვნად შემცირდა. დღეს ყველა ძლიერია, ყველა ყიდულობს საუკეთესო ფეხბურთელებს და ეს ფეხბურთის განვითარებისთვის დიდებულია.

ჩვენ იმდენ შეჯიბრებასა და შეხვედრაში გვიწევს მონაწილეობა, რომ ხშირად იმარჯვებს ის გუნდი, რომელსაც უფრო დასვენებული ფეხბურთელები ჰყავს".

შეგახსენებთ, რომ დიმიტარ ბერბატოვი 19 გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული