ჟოზე მოურინიოს გეგმები: არსენალელები, ლევანდოვსკი, კანადელი ვუნდერკინდი...

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, ალექსის სანჩესს ჟოზე მოურინიომ დაურეკა და "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩილელიც და მესუთ იოზილიც დაპატიჟა.

პორტუგალიელმა იცის, რომ სანჩესი "მეთოფეების" დატოვებაზე ფიქრობს და ცდილობს, თადარიგი დაიჭიროს. "ოლდ ტრაფორდის" გარდა, ჩილელს სხვაგანაც ეპატიჟებიან და ბოლო ცნობებით, სცენაზე "პარი სენ-ჟერმენიც" გამოვიდა.

ამასობაში, "განსაკუთრებული" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო შემცვლელზეც ფიქრობს, რადგან 35 წლის შვედს ჯერ არ გადაუწყვეტია, წავა თუ დარჩება.

მოუმ თვალი რობერტ ლევანდოვსკის დაადგა და ამბობენ, რომ თუ საჭირო გახდა, "მანჩესტერი" პოლონელში "ბაიერნს" დიდ თანხას გადაუხდის. ლევანდოვსკი ჯერ მხოლოდ 28 წლისაა და კიდევ
რამენიმე წელი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.

კიდევ ერთი მანჩესტერული ამბავი ამ წუთისთვის ის არის, რომ ჟოზეს სურს, 35 წლის მაიკლ კერიკთან გუნდმა კონტრაქტი გაახანგრძლივოს და ვეტერანი კიდევ ერთი წლით მაინც დარჩეს. მართალია, კერიკს თამაში თითქმის არ უწევს და თავადაც თქვა, მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვარო, მაგრამ დარჩენა მასაც უნდა და მოურინიოს მაიკლის შენარჩუნება თავის დაზღვევის მიზნით სურს.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ დელეი ბლინდი თავის მდგომარეობით არც ისე კმაყოფილია და თუ 27 წლის ჰოლანდიელი უკანახაზელი "ოლდ ტრაფორდიდან" წასვლას გადაწყვეტს, სავარაუდოდ, ყოფილ კლუბს, ამსტერდამის "აიაქსს" დაუბრუნდება.

და კიდევ ერთი - მანჩესტერელები "ვანკუვერის" ვუნდერკინდს, ალფონს დევისს უტრიალებენ და მისი ხელში ჩაგდება სურთ. 16 წლის კანადელს "ლივერპულის", "ჩელსის", "არსენალისა" და "სტოკის" სკაუტებიც აკვირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასე იყო ყველგან, სადაც მაურინიო მივიდა - მსოფლიო ნაკრებს თუ იყიდიან ხანდახან მეც მოვიგებ რამეს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული