გახსოვთ, ორიოდ დღის წინ „ფულჰემისა“ და მარტინ იოლის ამბავი რომ გითხარით? მაშინ, ისე ჩანდა, რომ ლონდონის კლუბსა და „აიაქსის“ მწვრთნელს შორის ყველაფერი მოგვარებული იყო და ევროლიგის ფინალისტის ახალი თავკაცის ვინაობა ყველამ ვიცოდით. არ ყოფილა მთლად ეგრე საქმე. „ფულჰემმა“ 72 საათი იწვალა ჰოლანდიელი სპეციალისტი ძველი გუნდიდან რომ გამოეხსნა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და... სვენ გორან ერიკსონს მიუბრუნდა. დასავლეთ ლონდონელებს ინგლისის ნაკრებისა „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი შეფის მიწვევა მოუვიდათ თავში აზრად.
მაინც რატომ ვერ გახდა მარტინ იოლი „ფულჰემის“ თავკაცი? მას ხომ პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება
„ჩვენ მარტინს „ფულჰემში“ ერთ მილიონად კი არა, ათ მილიონადაც კი არ გავუშვებთ. ძნელი იყო ამ საკითხზე ერთკვირიანი ბრძოლის გადატანა, მაგრამ მთავარი შედეგია - იოლი ჩვენთან რჩება“.
და რა თქვა ამ ამბებთან დაკავშირებით თავად მწვრთნელმა? იოლმა ბრძანა:
„აპრილსა და მაისში სხვა კლუბებიდანაც მქონდა შემოთავაზებები, მაგრამ მათზე დაუყოვნებლივ ვთქვი უარი. რაც შეეხება ბოლო შემოთავაზებას, რომელიც „ფულჰემიდან“ წამოვიდა, მან დამაინტერესა და ჩემი წარმომადგენელი, მინო რაიოლა ლონდონელების დელეგაციას რამდენჯერმა მართლაც შეხვდა. მათ ჩემი „ფულჰემში“ გადასვლის ვარიანტები განიხილეს, თუმცა „აიაქსმა“ მითხრა, რომ ამ ეტაპზე ჩემს გაშვებას არ აპირებს და მივხვდი, რომ ჯერჯერობით ჩემისხვაგან წასვლა მართლაც გამორიცხულია“
ამასობაში კი ინგლისის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - სამ კვირაში პრემიერლიგაში უკვე გაგორდება ბურთი. ამიტომაც აღარ მისცა „ფულჰემმა“ თავს იოლის გამო კიდევ უფრო მეტ ვაჭრობაში დროის ფლანგვის ნება და იმ სპეციალისტს მიადგა, ერთი თვის წინ, სამხრეთ აფრიკაში კოტ დივუარის ნაკრებს რომ ედგა სათავეში.
საინტერესოა, რომ, როგორც ჩანს, „ფულჰემის“ ბანაკში ერიკსონის გამო აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი მხრივ არის კლუბის მეპატრონე მოჰამედ ალ ფაედი, რომელსაც, ვეჭვობთ, შვედი გულზე მაინც და მაინც არ ეხატება, მეორე მხრივ კი მისი მარჯვენა ხელი, კლუბის აღმასრულებელი შეფი ელისტეირ მაკინტოშია, რომელსაც ერიკსონთან ერთად „მანჩესტერ სიტიში“ უმუშავია. მაკინტოში ყოფილ კოლეგას უდიდეს პატივს სცემს და მისი დასავლეთ ლონდონში ჩაყვანა სურს. მაკინტოშის ფაქტორი შესაძლოა ამ საქმეში გადამწყვეტიც გამოდგეს. მას შეუძლია ერიკსონს მშვიდად აუხსნას რა სჭირდება და როგორ, რაც საბოლოოდ ყველა მხარისთვის დამაკმაყოფილებელ კონტრაქტს მოიტანს და შიშს, რომ „ფულჰემი“ ახალ სეზონს სრულიად არეული დაიწყებს, ქარი წაიღებს.
ლელო