მოგეხსენებათ, ასოციაციის თასზე ნახევარფინალებს და ფინალს "უემბლი" მასპინძლობს, ასე რომ მანჩესტერული დერბი არც "ოლდ ტრეფორდზე" გაიმართება და არც "სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე".
რაც შეეხება თარიღს, მას "სიტისა" და კიევის "დინამოს" საპასუხო მატჩის ანგარიში განსაზღვრავს. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში კიეველებმა ინგლისურ გუნდს 2:0 მოუგეს, საპასუხო კი 17 მარტს
აი, იქ კი კალენდარი რთულდება: გამოვა, რომ ისტლენდელებმა ხუთშაბათს ევროლიგაში უნდა ითამაშონ (მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაზეა ლაპარაკი) შაბათს კი ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" ებრძოლონ...