ავრამ გრანტს დასჯიან

AutoSharing Option
"ვესტ ჰემის" ებრაელ მწვრთნელს ავრამ გრანტს სავარაუდოდ დასჯიან. მიზეზი: მსაჯ მაიკ ჯონსის კრიტიკა.

საქმე კვირას გამართულ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრას ეხება. "ვესტ ჰემმა" "სტოკ სიტისთან" წააგო 2:1. "ლელოს" მკითხველს მოეხსენება, რომ ამ შეხვედრაში ყველაზე თვალსაჩინო შეცდომა მსაჯმა "სტოკის" კი არა, "ჩაქუჩების" სასარგებლოდ დაუშვა: ფრედერიკ პიქვიონს ანგარიშის გათანაბრებისას ბურთის ხელით გასწორება აპატია, თუმცა გრანტი სხვანაირად ამბობს:

"იქნებ პიქვიონის ეპიზოდი იყო იმის საბაბი, რომ ჯონსმა მეორე ტაიმი ძალიან უცნაურად დაიწყო. მან ვერ მოისვენა სანამ "სტოკი" ისევ არ დაწინაურდა. ჩვენი კარისკენ უამრავი
ჯარიმა და ერთი პენალტიც დანიშნა. სამაგიეროდ, მან ჩვენს სასარგებლოდ არ დანიშნა აშკარაზე აშკარა თერთმეტმეტრიანი".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული