საქმე კვირას გამართულ ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრას ეხება. "ვესტ ჰემმა" "სტოკ სიტისთან" წააგო 2:1. "ლელოს" მკითხველს მოეხსენება, რომ ამ შეხვედრაში ყველაზე თვალსაჩინო შეცდომა მსაჯმა "სტოკის" კი არა, "ჩაქუჩების" სასარგებლოდ დაუშვა: ფრედერიკ პიქვიონს ანგარიშის გათანაბრებისას ბურთის ხელით გასწორება აპატია, თუმცა გრანტი სხვანაირად ამბობს:
"იქნებ პიქვიონის ეპიზოდი იყო იმის საბაბი, რომ ჯონსმა მეორე ტაიმი ძალიან უცნაურად დაიწყო. მან ვერ მოისვენა სანამ "სტოკი" ისევ არ დაწინაურდა. ჩვენი კარისკენ უამრავი